უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე დღეს გამთენიისას საქართველოში ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები იმყოფებოდნენ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ირაკლი ქურციკიძე შეტევითი ოპერაციის დროს სამხედრო ტექნიკის აფეთქებას ემსხვერპლა. ქურციკიძე ში 2022 წლის მაისიდან იბრძოდა.
2022 წლის თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში, ომში დაღუპულია 50-ზე მეტი ქართველი მოხალისე.
ირაკლი ქურციკიძეს აეროპორტიდან რუსთავში, საცხოვრებელ სახლში გადაასვენებენ და შაბათს დაკრძალავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას “ლელო-ძლიერმა საქართველომ” უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით – მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად