უკრაინაში დაიღუპა კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი

ში, საომარი ოპერაციისას კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპა – ინფორმაცია “ქართულმა ლეგიონმა” 9 მარტს გაავრცელა. ორივე მათგანი “ლეგიონის” წევრები იყვნენ და უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან იბრძოდნენ. როგორც ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, ამბობს, გარდაცვლილების ცხედრები გამოყვანილია ფრონტის ხაზიდან.
“სამწუხაროდ, ფრონტის ხაზზე მოხდა უბედური შემთხვევა. საბრძოლო მასალის გადატანის დროს ამოტრიალდა საბრძოლო მანქანა და ორივე მებრძოლი გარდაიცვალა. იყვნენ პროფესიონალი სამხედროები, კარგად გამოიჩინეს თავი, გლოვის დღეა ქართულ ლეგიონში” – ამბობს მამუკა მამულაშვილი.
ნოდარ ნასიროვს, რომელსაც უკრაინელი მეუღლე ჰყავდა, უკრაინაში დაკრძალავენ, გიორგი გოგიაშვილს კი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საქართველოში გადმოასვენებენ.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარ ოპერაციებს60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლოს 1 თებერვალს გავრცელდა ცნობა ორი ქართველი სამხედროს გარდაცვალების შესახებ – ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანიაც ქართული ლეგიონის წევრები იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ