უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება “უკიდურესად სერიოზულია” – მეთიუ მილერი

-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ში ბრძოლის ველზე სიტუაცია “უკიდურესად სერიოზულია” იმის გამო, რომ უკრაინელ სამხედროებს არ აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა.

“ახლა სიტუაცია უკიდურესად სერიოზულია. უკრაინელ სამხედროებს არ აქვთ (საკმარისი) საბრძოლო მასალა, რომელიც საჭიროა ს აგრესიის მოსაგერიებლად. ისინი აგრძელებენ გაბედულად ბრძოლას. მათ ჯერ კიდევ აქვთ იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ, მაგრამ მათი დაზოგვა უწევთ, რადგან აშშ-ის კონგრესმა ვერ შეძლო მიიღოს ზომები”, – განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა.

შეერთებული შტატები კვლავაც იმედოვნებს, რომ წლის დანარჩენ პერიოდში უკრაინული ჯარები გააგრძელებენ “გაბედულად ბრძოლას და მიაღწევენ წარმატებას“, მაგრამ მათთვის ეს ბევრად უფრო რთული იქნება, თუ არ ექნებათ წვდომა საჭირო საბრძოლო მასალაზე, – დასძინა მილერმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესი ისევ გააფრთხილა, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, შედეგები უმძიმესი იქნება.
27 თებერვალს პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად თეთრ სახლში შეხვდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს, დემოკრატების უმცირესობის ლიდერ ჰაკიმ ჯეფრისს და სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერს და რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერ მიჩ მაკკონელს.

კონგრესის ლიდერებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის დაფინანსების პრობლემა სულ უფრო მწვავდება და უმოქმედობის შედეგები უმძიმესი იქნება.
სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელმა სენატორებმაც. ამასთან, სპიკერ ჯონსონის გადაწყვეტილებით, კენჭისყრა არ ჩატარებულა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში.
27 თებერვალს, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონგრესმა ჯერ ამერიკის საჭიროებებზე, მათ შორის საზღვარზე არსებული სიტუაციის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს.
ამ ფონზე ნატოსა და ევროკავშირის 23 ქვეყნის პარლამენტების სპიკერებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს მიმართეს, განსახილველად წარადგინოს სენატის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დასახმარებლად 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

უკრაინის „ვერხოვნა რადის“ სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის ცნობით, მიმართვას ხელს აწერენ გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების პარლამენტების სპიკერები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი