უკრაინას ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე წინსვლა აქვს – ISW

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წინსვლა აქვთ ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ოპერაციებს ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე და წინ მიიწევენ. უკრაინელები შეტევაზე არიან გადასული კრინოკიდან, რომელიც მდინარე დნეპრიდან 2 კილომეტრში და ხერსონის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 კილომეტრში მდებარეობს. დასახლების სიახლოვეს, სამხედროები ტყიან ზონაში გადავიდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ISW-ის ანგარიშის მიხედვით, წვიმიანი და თოვლიანი ამინდის მიუხედავად, რუსული ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით.
ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ როგორც რუსულ, ისე უკრაინულ მხარეს უჭირს ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, უჭირთ დრონების მართვა, ხოლო ტალახიანი გზები სამხედრო მანქანების გადაადგილებას ართულებს.
„თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამინდმა უკრაინის ან ს შეტევები შეაჩეროს და ყინვების დადგომასთან ერთად, სავარაუდოდ, უფრო აქტიური საომარი მოქმედებები განახლდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ