უკრაინამ შეიმუშავა ყირიმის დაბრუნებისა და ქერჩის ხიდის განადგურების გეგმა

„უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეიმუშავეს როგორც ს დაბრუნების, ასევე ქერჩის ხიდის დანგრევის გეგმა“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა.
მისი თქმით, ანექსირებული ნახევარკუნძული სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სამხედრო ლოგისტიკისა და მომარაგების თვალსაზრისით, ვინაიდან რუსული არმია ნახევარკუნძულს სამხედრო ბაზად იყენებს.
„ჩვენ ყველას გვსურს დავხედოთ საათს და ვთქვათ, რომ ყირიმის ხიდი კიდევ 15 წუთი იცოცხლებს, მაგრამ რეალობა უფრო რთულია, ”- განაცხადა ანდრეი იუსოვმა KIEV24-ის ეთერში.
იუსოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს აქვთ გეგმა აღადგინონ კონტროლი ყირიმზე და გაანადგურონ ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიასთან დამაკავშირებელი ქერჩის ხიდი. ამასთან, მისივე თქმით, დეტალები არ გახმაურდება, რათა ხელი არ შეეშალოს ოპერაციების ეფექტიანობას.
ქერჩის ხიდი უზრუნველყოფს ძირითად ტრაფიკს ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიას შორის. ხიდი ასევე გამოიყენება ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე სამხედრო მომარაგებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

კოკა მორგოშია: ორივე პოლუსმა მოახერხა ის, რომ ახლა ოცნების და ოპოზიციის ბედი დამოკიდებულია ამერიკელებეზე და ევროპელებზე, როგორც ისინი გადაწყვეტენ, იმ “პალაჟენიაში” დრჩება ოპოზიციაც და ოცნებაც