უკრაინამ სამარაში ნავთობბაზა და დონბასში დრონების ბაზა დაბომბა

უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა რუსეთის სამარის ოლქში მდებარე ნოვოკუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ობიექტები დააზიანეს.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წლიური სიმძლავრე 8,8 მილიონ ტონას შეადგენს. აღინიშნება, რომ საწარმო 20-ზე მეტი სახეობის პროდუქციას აწარმოებს და აქტიურად ამარაგებს რუსეთის საოკუპაციო არმიას – ის რაკეტის ძრავებისთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის საწვავის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია.
„სამიზნე ტერიტორიაზე დაფიქსირდა აფეთქებები და ხანძარი. ზიანი დაზუსტდება. გარდა ამისა, განადგურდა „რუბიკონის“ დანაყოფის უპილოტო აპარატების საცავი და საწვავის გადასამუშავებელი სადგური დროებით ოკუპირებულ დონეცკის ოლქში,“ – ნათქვამია განცხადებაში.
გენშტაბის ცნობით, დაზუსტდა ასევე რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანების შედეგები – დაზიანებულია ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარები ЭЛОУ-АВТ-4 და ЭЛОУ-АВТ-6, ნავთოპროდუქტების რეზერვუარი და მილსადენის ესტაკადა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!