უკრაინამ სადესანტო ხომალდს დაარტყა, რომელიც რუსეთმა უკრაინას 2014 წელს წაართვა

უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინის ძალებმა სადესანტო ჰომალდზე, რომელიც რუსეთმა 2014 წელს მიითვისა, სარაკეტო დარტყმა განახორციელა. საუბარია ხომალდზე, დასახელებით კონსტანტინ ოლშანსკი.
„ახლა, ეს ხომალდი საბრძოლო მდგომარეობაში არ არის“, – თქვა უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელემა, დმიტრო პლეტენჩუკმა უკრაინულ მაუწყებელთან საუბრისას.
ს საზღვაო ძალების გემების უმეტესობასთან ერთად, რუსეთმა კონსტანტინე ოლშანსკი უკრაინისგან 2014 წელს მიითვისა, როდესაც მისმა ჯარებმა ს ნახევარკუნძული დაიკავეს.
„ის შეარემონტეს და უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ამზადებდნენ, ამიტომ, სამწუხაროდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, გემზე დარტყმა განგვეხორციელებია“, – თქვა პლეტენჩუკმა. მისი თქმით, ოპერაციისთვის, უკრაინის მიერ წარმოებული გემსაწინააღმდეგო რაკეტა ნეპტუნი გამოიყენეს.
ს, რომელიც კვლავ აკონტროლებს შავი ზღვის სანაპიროს რამდენიმე ასეულ კილომეტრს, მიუხედავად ს მიერ მისი სამხრეთ რეგიონების ოკუპაციისა, დიდი ხომალდები არ ჰყავს.
თუმცა, ბოლო თვეებში, მან განახორციელა წარმატებული დარტყმების სერია რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე რაკეტების ან საზღვაო დრონების გამოყენებით.
უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, კვირას ყირიმში დარტყმები კიდევ ორ რუსულ სადესანტო ხომალდზე განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენმდივანი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაზრდის პოლარიზაციას და დაპირისპირებას – უნდა მოვერიოთ ამბიციებს და ვთქვათ, რომ კანონი უკან გაიწვიონ