გია ხუხაშვილი: ამ ლოგიკაში კარგად ჯდება ქართული წარმომავლობის “ავტორიტეტების” გათავისუფლება რუსული ციხიდან, რაც ბუნებრივია შემთხვევით და ლამაზი თვალების გამო არ ხდება

“თუ დავაკვირდებით პროცესების განვითარების ანატომიას, სრულიად ცხადი გახდება, რომ ხელისუფლების მოქმედებები არ ითვალისწინებს ადგილობრივ სპეციფიკას და თავის დროზე ს ხელისუფლების მოქმედებების სრული ანალოგია.
ანუ, არ არის ადაპტირებული, პირდაპირ და უხეშად არის გადმოტანილი.
ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს:
საქართველოს ხელისუფლება მთლიანად არის ჩამოშორებული მოქმედებების სტრატეგიისა და ტაქტიკის განსაზღვრის საკითხს და დირექტივებს იღებს პირდაპირ ფსბ-დან. ისინი კი მოქმედებენ ისე, რა გამოცდილებაც აქვთ მიღებული რუსეთში და რაც კარგად იციან.
ხელისუფლების ფუნქცია არის ამ ალგორითმის, მატრიცის შესაბამისად პროცესების ოპერატიული მართვა ინსტრუქტორების ზედამხედველობით.
ამ ტრიადის მესამე ელემენტია შავი სამყარო, რომელმაც აშკარად გაააქტიურა ქუჩის შპანა ისეთი საკითხების “მოსაგვარებლად”, რაზეც პასუხისმგებლობის აღებას ხელისუფლება ერიდება. ამ ლოგიკაში კარგად ჯდება ქართული წარმომავლობის “ავტორიტეტების” გათავისუფლება რუსული ციხიდან, რაც ბუნებრივია შემთხვევით და ლამაზი თვალების გამო არ ხდება” – წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს