უკრაინამ კრასნოდარის მხარეში და სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა

უკრაინამ კრასნოდარის მხარეში და სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, დღეს ღამით თავდაცვის ძალებმა დრონების გამოყენებით რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე „კრასნოდარის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და სამარის ოლქში მდებარე „სიზრანის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს.
„თავდაცვის ძალები შესაბამის ზომებს იღებენ, რათა რუსეთის შეტევითი პოტენციალი დაასუსტონ და აიძულონ რუსეთი, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია შეწყვიტოს“, – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.
გენშტაბის ინფორმაციით, „კრასნოდარის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში 3 მილიონ ტონა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო