უკრაინამ დაადასტურა ყირიმში, ჯანკოის რუსულ სამხედრო აეროდრომზე დარტყმა

უკრაინის პრეზიდენტმა მ თავდაცვის ძალებს მადლობა გადაუხადა ს ქალაქ ჯანკოიში, ს საოკუპაციო ძალების სამხედრო აეროდრომზე ზუსტი დარტყმისთვის.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჯანკოის აეროდრომზე აფეთქებები 17 აპრილს, გამთენიისას მოხდა.
ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მადლობას უხდის ყველას, ვინც ამზადებს რუსეთის არმიის ტექნიკის და საბრძოლო ინფრასტრუქტურის განადგურების უმნიშვნელოვანეს სპეცოპერაციებს, რადგან ოკუპანტის ყოველი დანაკარგი უკრაინის ძალაა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოპერაციის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის.
რუსული წყაროების თანახმად, ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ვერტმფრენების 39-ე პოლკი და სამი საავიაციო ესკადრილია. ასევე, უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების ვერტმფრენები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ აეროდრომზე შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, გეოლოკაციური კადრები ადასტურებს, რომ ჯანკოის აეროდრომზე აფეთქებები იყო. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, საბრძოლო და სატრანსპორტო ვერტმფრენები რუსეთის არმიას აძლევს უპირატესობას როგორც შეტევის, ისე თავდაცვისთვის, განსაკუთრებით უკრაინის სამხრეთში.
ში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ჯანკოიში მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტებზე დრონებით იერიში არაერთხელ მიიტანეს.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – საქმე გვაქვს „ქართული ოცნების“ მორიგ „ვირეშმაკობასთან“ – უმრავლესობა ცდილობს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი უცებ შემოაცუროს, მით უმეტეს, რომ მესამე მოსმენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება