სალომე ზურაბიშვილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.
ასევე, განხილვის თემა იყო საქართველოს ევროპული მომავალი და “ევროინტეგრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეტაპი”.

ასევე დაგაინტერესებთ