უკვე 11 თვე გადის – მთავრობის ადმინისტრაციასთან სკვერის მოწყობის სამუშაოები სრულდება

7 მარტს 11 თვე შესრულდება მას შემდეგ, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. უკვე დარგეს ხეები და ბუჩქები, მოაწყვეს საფეხმავლო ბილიკები და მიიტანეს სკამები.
მთავრობის ადმინისტრაციასთან სივრცე, რომელიც ახლა სკვერად გადაკეთდა, დაახლოებით 2200 კვ.მ. თუკი ამ დრომდე ამ სივრცეში ერთი ხეც არ იყო, ახლა სივრცის 70 პროცენტი, დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრი, ათვისებულია. ღია სივრცის ნაცვლად მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო ხელოვნური კუნძულები, დაირგო ხეები და ბუჩქები, მიიტანეს სკამებიც.
თბილისის ცენტრალურ ნაწილში, თავისუფლების მეტროსადგურიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში მოქალაქეებს საპროტესტო აქცია არაერთხელ გაუმართავთ. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ეს არის ყველაზე პოპულარული ადგილი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის შემდეგ.
კვადრატულ მეტრზე მდგომი ადამიანების სიმკვრივე დამოკიდებულია აქციაზე მისული ხალხის რაოდენობაზე. საშუალოდ, ერთი კვადრატული მეტრი იტევს ერთიდან ხუთ ადამიანამდე. ამ გამოთვლით, თუკი ამ სივრცეში 2200 ადამიანიდან 11 000-მდე ადამიანის დატევა შეიძლებოდა, ახლა ეს რიცხვი 700-დან 3500-მდე შემცირდა.
რეაბილიტაციის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციასთან, მოქალაქეთა შესასვლელის მხარეს, აღიმართა რკინის ჯებირი. ჯებირი იქ წლების წინაც იყო და “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოხსნეს პრემიერ-მინისტრ ს გადაწყვეტილებით.
რადიო თავისუფლების გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე დასრულებულია სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები მთავრობის ადმინისტრაციის შენობის სახურავზე დაშენებულ ერთსართულიან ნაგებობაზეც. დაშენების სიგრძე დაახლოებით 15 მეტრია, სიგანე კი – 6 მეტრზე მეტი. მისი ფართი, ჯამში, 90 კვადრატულ მეტრზე მეტი გამოდის.
მთავრობის ადმინისტრაციამ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმაცია არ მიაწოდა.
“აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას”, – წერია მთავრობის ადმინისტრაციიდან რადიო თავისუფლებისთვის კითხვების საპასუხოდ გაგზავნილ წერილში.
კანცელარიის შენობის შესასვლელი გაზაფხულზე, 7 აპრილს, მოულოდნელად შემოღობეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იქ სკვერი უნდა მოეწყოთ. ღია წყაროებით ამ პროექტის სატენდერო დოკუმენტები არ იძებნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …