უზენაეს სასამართლოსთან “თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა

უზენაეს სასამართლოსთან “თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა.
როგორც სასამართლოსთან შეკრებილებმა განაცხადეს, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროკავშირში „ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ ბარიერად სასამართლოს რეალურ დამოუკიდებლობაზე უარის თქმა“ აქცია.
პარტია თანამოაზრეებს მოუწოდებს ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე, უზენაესი სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბონ.
შეკრებილებს ადგილზე მოტანილი ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის ბანერი.
სასამართლოსთან აქციის დასრულების შემდეგ მოქალაქეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც უკვე 85 დღეა მოქალაქეები პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს