უზენაესი სასამართლოს წევრები, ტრამპის საქმეზე იმუნიტეტის გარკვეული დონის სასარგებლოდ იხრებიან

ხუთშაბათს, ტრამპის მიერ საპრეზიდენტო იმუნიტეტის მოთხოვნის თაობაზე არგუმენტების მოსმენისას, -ის უზენაესი სასამართლოს კონსერვატორმა წევრებმა, მხარდაჭერა გამოთქვეს იმ არგუმენტის მიმართ, რომ პრეზიდენტებს აქვთ გარკვეული იმუნიტეტი კრიმინალური ბრალდებების წინააღმდეგ, რომელიც თანამდებობაზე ყოფნისას გარკვეულ ქმედებებს უკავშირდება. ტრამპი ითხოვს იმუნიტეტს კრიმინალური ბრალდებისგან, რომელიც 2020 წლის არჩევნებში დამარცხების შეცვლის მცდელობას ეხება.
არგუმენტების მოსმენის დროს დასმული კითხვები ეხებოდა პრეზიდენტების ისეთ ჰიპოთეტურ არასწორ საქციელს, როგორიცაა ბირთვული საიდუმლოებების გაყიდვა, პუტჩის მოწყობის ან პოლიტიკური მკვლელობის განკარგულების გაცემა, ან ქრთამის აღება. მაგრამ, ზოგიერთმა კონსერვატორმა მოსამართლემ გაახმოვანა შეშფოთება დაშვებაზე, რომ პრეზიდენტებს იმუნიტეტის არანაირი დონე არ ჰქონდეთ, მათ შორის, აშკარად ნაკლებად უხეშ ქმედებებზე. კონსერვატორები უზენაეს სასამართლოში 6-3 უმრავლესობით არიან წარმოდგენილი.
არგუმენტების მოსმენის დროს, კონსერვატორმა მოსამართლე ნილ გორსუჩმა თქვა: „ჩვენ წესს საუკუნეებისთვის ვწერთ.“
პრეზიდენტი „გამორჩეულად სახიფათო მდგომარეობაშია“, თქვა კონსერვატორმა მოსამართლე სამუელ ალიტომ. „თუ თანამდებობაზე მყოფი ძალიან დაძაბულ არჩევნებში მარცხდება და იცის, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ, პრეზიდენტის პენსიაზე მშვიდად გასვლის შესაძლებლობის ნაცვლად, შესაძლოა მეტოქემ მისი კრიმინალური სამართლებრივი დევნა დაიწყოს, მიგვიყვანს თუ არა ეს ისეთ ციკლში, რომელიც ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიის, ფუნქციონირების დესტაბილიზაციას გამოიწვევს?“…“და ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს გადავხედოთ და აღმოვაჩინოთ ქვეყნები, სადაც ეს პროცესი ვნახეთ, როდესაც დამარცხებულს ციხეში უშვებენ“, დაამატა მოსამართლე ალიტომ.
2023 წლის დეკემბერში, დონალდ ტრამპმა სცადა, მის წინააღმდეგ წარმოდგენილი ბრალდებები, იმუნიტეტის მოთხოვნის საფუძველზე გაუქმებულიყო. აშშ-ის საოლქო მოსამართლე ტანია ჩუტკანმა, დეკემბერში, ტრამპის მოთხოვნა უარყო. თებერვალში, კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა საოლქო სააპელაციო სასამართლომ, ჩუტკანის გადაწყვეტილებაზე ტრამპის აპელაცია უარყო.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, იმუნიტეტის საკითხზე არგუმენტების მოსმენები ამ თვემდე დაეყოვნებინა, გადადო ტრამპის სასამართლო პროცესი, რომლის დაწყებაც მარტის დასაწყისში იყო ჩანიშნული. ექსპერტები ამბობენ, რომ ტრამპის სასამართლო პროცესის არჩევნებამდე ჩასატარებლად საჭიროა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, იმუნიტეტის საკითხზე განჩინება, დაახლოებით, 1 ივნისს გამოსცენ.