“უბრალო და მარტივ დასკვნას შემოგთავაზებთ – სანამ კაციჭამიად შემრაცხავდეთ და გინებას დამიწყებდეთ, იქნებ ბოლომდე ჩაიკითხოთ!” – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
მოკლედ, ქართველებს ერთმანეთის სალანძღს და საჩხუბარს რა გამოგვილევს. ახლა, მორიგი განხეთქილების ვაშლი მინიაპოლისის ამბებია, თავიანთი, ხშირ შემთხვევაში ფუნდამენტალისტური იდეოლოგიური შეხედულებებდან გამომდინარე ქართველი მემარცეხენე-ვოუქისტები ტრამპს და ტრამპისტებს სულ ფაშისტებს ეძახიან, ქართველი ტრამპისტები კი მემარცხენეებს „ტროცკისტების“ იარლიყებით ამკობენ. ჟანრის კლასიკაა.
მე კი უბრალო და მარტივ დასკვნას შემოგვთავაზებთ. რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, მიუხედავად მსხვერპლისა, ამერიკული სისტემა მაინც სწორად მუშაობს! სანამ კაციჭამიად, ემპატიის არმქონედ და ა.შ. შემრაცხავდეთ და გინებას დამიწყებდეთ, იქნებ ბოლომდე ჩაიკითხოთ! სახელმწიფოს გააჩნია კანონის დარღვევის შემთხვევაში ძალის გამოყენებაზე ექსკლუზიური და ლეგიტიმური უფლება. სამწუხაროდ ჯერ არ შექმნილა სისტემა, არ არსებულა ქვეყანა, სადაც ამ უფლების უსამართლოდ, უკანონოდ ან გადამეტებით გამოყენების შემთხვევები არ დაფიქსირებულიყოს, მათ შორის ისეთებიც, რომელთაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა მოჰყოლია. ამისგან, სამწუხაროდ, დაზღვეული არც ერთი, თუნდაც ყველაზე დემოკრატიული საზოგდოება და სახელმწიფო არ არის დაზღვეული. ჩემი აზრით, ასეთ შემთხევევებში გადამწყვეტია თუ როგორ რეაგირებს საზოგადოება, როგორ არის მოწყობილი სახელწმიფოს მართვის სისტემა, რათა მან სწორი რეაგირება მოახდენოს ასეთ ინიციდენტებზე, მათ შორის ისეთი ხელისუფლების პირობებშიც კი, რომლისთვისაც ადამიანის უფლებების დაცვა შეიძლება მაინცდამაინც პირველ პლანზე არ იყოს წამოწეული. მაგალითად, აშკარად ჩანს, რომ ტრამპის ხელისუფლებისთვის, ამ ეტაპზე, მიგრანტებთან ბრძოლა ბევრად უფრო დიდი პრიორიტეტია. ჩემი აზრით მინიაპოლისის მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამერიკული სისტემა ჯანსაღია. ერთი მხრივ ადგილობრივი და შტატის ხელისუფლების პროტესტი და პოზიცია არ აძლევს ცენტრალურ ხელისუფლებას საშუალებას პროპაგანდით დააბრმავოს მოსახლეობა, თითქოს პირველი მოკლულის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საემიგრაციო სამსახურის პოლიციელზე თავდასხმას და პოლიციელი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა (გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ ეს ტყუილია), მეორე მხრივ ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებები და შესაძლებლობები არ მისცემს საშუალებას მინეაპოლისის მუნიციპალიტეტეის და შტატის ხელმძღვანელობას, მომხდარი ინციდენტი პოლიტიკურ პარტიული დაპირისპირების გაღვივების მიზნით დიდხანს გამოიყენონ (ორივე დემოკრატია) და ზედმეტ პოპულიზმში ჩაძირონ ქვეყანა. ასე მოქმედებს -ში ხელისუფლების ვერტიკალური დაბალანსების სიტემა, არც ერთ დონის ხელისუფლებას არც ადგილობრივს, არც შტატის და არც ცენტრალურს არ აქვს იმდენი ძალაუფლება, რომ იხელმძღვანელოს პრინციპით, მე ვარ და ჩემი ნაბადი, როგორც მომესურვება ისე ვმარათავო. თან, ამერიკაში მოქმედებს არჩევითი ფიგურების ამომრჩეველთან უკუკავშირის სისტემა, ორივე მხარემ იცის, რომ ბოდიში და თუ ძალიან „გააჯაზებს“, მას მომავალი წლის არჩევნებზე მძიმე ელექტორალური ფასის გადახდა მოუწევს . ამიტომ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების, ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონული ორგანოების მტკიცე წინააღმდეგობის გამო ცენტრალურ ხელისუფლება იძულებული იქნება მიიღოს ზომები, რათა მომავალში თავიდან აიცილოს მსგავსი ინიციდენტები, ხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლებას მოუწევს გადახედოს თავის გადაწყვეტილებებს და გააუქმოს ის აქტები, რომლებიც ხელს უშლის ფედერალურ ორგანოებს შეასრულონ თავიანთი ფუნქციები მინეაპოლისის ტერიტორიაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

,,ლელო – ძლიერი საქართველო” დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე – ,,ქართული ოცნება” ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ხალხს ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს – ცვლილებებს გავასაჩივრებთ

ანა წითლიძე: ჩვენ დღეს რასაც ვუყურებთ არის ის რომ ერთ კორუმპირებულ კლანს ანაცვლებს მეორე კორუპირებული კლანი. საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება. არც პროდუქტებზე ფასები დაიკლებს, არც კორუფცია მოისპობა (ვიდეო)