ტყუილად ჰგონიათ ნეოკოლონიალისტებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და თავისუფლება შეირყევა შანტაჟით, უსაქციელო მუქარით და უსამშობლო სექტანტების დესტრუქციით

ტყუილად ჰგონიათ ნეოკოლონიალისტებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და თავისუფლება შეირყევა შანტაჟით, უსაქციელო მუქარით და უსამშობლო სექტანტების დესტრუქციით
ფარისეველი დასავლელი აქტორების დროებით “სანქციობანაზე” პასუხად პრემიერ-მინისტრ კობახიძის ძალიან მართებული გადაწყვეტილება – ღირსეული -ს თავკაცი, გენერალი გომელაური ვიცე-პრემიერიც გახდა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ.
აბაშიძის თქმით, როცა საზოგადოება და მის მიერ არჩეული ხელისუფლება ერთ მუშტად არიან შეკრულნი, მათ მხარეზეა სიმართლე და ჰყავთ არაერთი ძლიერი გარე მოკავშირე, იქ აგენტოკრატიის “ტურების ყმუილი” მხოლოდ ხმაურია და მეტი არაფერი.
„ფარისეველი დასავლელი აქტორების დროებით „სანქციობანაზე” პასუხად პრემიერ-მინისტრ კობახიძის ძალიან მართებული გადაწყვეტილება – ღირსეული -ს თავკაცი, გენერალი გომელაური ვიცე-პრემიერიც გახდა. ტყუილად ჰგონიათ ნეოკოლონიალისტებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და თავისუფლება შეირყევა შანტაჟით, უსაქციელო მუქარით და უსამშობლო სექტანტების დესტრუქციით. როცა საზოგადოება და მის მიერ არჩეული ხელისუფლება ერთ მუშტად არიან შეკრულნი, მათ მხარეზეა სიმართლე და ჰყავთ არაერთი ძლიერი გარე მოკავშირე, იქ აგენტოკრატიის “ტურების ყმუილი” მხოლოდ ხმაურია და მეტი არაფერი“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები – რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება