ტრამპს დასავლეთში ნატოსთან დაკავშირებული მუქარის გამო აკრიტიკებენ

11 თებერვალს, დასავლეთის ოფიციალურმა პირების ნაწილმა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ნატოსთან დაკავშირებული კომენტარების გამო გააკრიტიკა. ტრამპმა, რომელიც ახლა რესპუბლიკური პარტიის ფავორიტია და საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლას ლიდერობს, თქვა, რომ ამერიკამ შესაძლოა არ დაიცვას ალიანსის მოკავშირეები, რომლებიც საკმარისად არ ხარჯავენ ს პოტენციური თავდასხმისგან თავდაცვაზე.
„ნებისმიერი მოსაზრება, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის, შეერთებული შტატებისას და აყენებს ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს გაზრდილი რისკის ქვეშ“, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წერილობით განცხადებაში. “ნატოზე ნებისმიერ თავდასხმაზე იქნება ერთიანი და ძლიერი პასუხი”, – დასძინა მან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი თქვა, რომ „უგუნური განცხადებები ნატოს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის სოლიდარობაზე, ემსახურება მხოლოდ [რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ] პუტინის ინტერესებს“. ალიანსის თავდაცვითი ხელშეკრულების მე-5 მუხლში ნათქვამია, რომ შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის ნებისმიერ წევრზე განიხილება თავდასხმად ყველაზე და მათი მხრიდან გამოიწვევს კოლექტიურ თავდაცვას.
განცხადება გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. გერმანიის საგარეო უწყებამ თავის ინგლისურენოვან X-ის [ყოფილი “ტვიტერი”] ანგარიშზე გამოაქვეყნა ნატოს დევიზი – „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“, თემსაკვეთით “ძალა ერთობაშია” [#StrongerTogether].
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ნატოს დევიზი – ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის – ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კონკრეტული ვალდებულებაა. მოკავშირე ქვეყნების სანდოობის შელახვა, მთელი ნატოს დასუსტებას ნიშნავს“. განცხადება მინისტრმა სოციალურ მედიაში X გამოაქვეყნა.
დონალდ ტრამპი ალიანსის მოკავშირეებს პრეზიდენტობის პერიოდშიც აკრიტიკებდა. ის ხმამაღლა საუბრობდა იმაზე, რომ ნატოს წევრი ქვეყნები არასაკმარისად ხარჯავდნენ თავდაცვაზე, რაც შეთანხმების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% უნდა ყოფილიყო.
მსგავსი გზავნილი ყოფილ პრეზიდენტს შაბათს, 10 თებერვალსაც ჰქონდა, რომელიც სამხრეთ კაროლინაში გამართულ საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ შეხვედრაზე გააკეთა. “უნდა გადაიხადო, საკუთარი გადასახადები უნდა გადაიხადო”, თქვა მან. შემდეგ კი გააგრძელა საუბარი ნატოს ერთ-ერთ წევრზე, რომელიც არ დაასახელა და რომელსაც ის დაუპირისპირდა, რადგან დაემუქრა, რომ თავდაცვაში არასაკმარისი ხარჯვის გამო, ამერიკა სხვა წევრებს არ დაიცავდა.
ტრამპი ამაზე არ გაჩერდა და დასძინა, რომ მან მაშინ ნატოს იმ წევრს უთხრა, რომ რუსეთს ამ შემთხვევაში “წაახალისებდა” კიდეც, რომ გაეკეთებინა, რაც კი მას მოესურვებოდა. “არ გადაიხადე?.. არა, არ დაგიცავ. სინამდვილეში, მათ წავახალისებ, გააკეთონ ის, რაც მოესურვებათ”.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ვაშინგტონში თეთრი სახლიც გამოეხმაურა. პრესსპიკერმა ენდრიუ ბეიტსმა თქვა, რომ “მკვლელი რეჟიმების მიერ ჩვენს უახლოეს მოკავშირეებზე თავდასხმის წახალისება აღმაშფოთებელი და შეუფერებელია და ეს საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გლობალურ სტაბილურობას და შინ ჩვენს ეკონომიკას“.
მომხდარს ასევე გამოეხმაურა ტრამპის ადმინისტრაციის დროს დანიშნული ყოფილი ელჩი გაეროში – ნიკი ჰეილი, რომელიც ახლა ტრამპის ოპონენტია რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლაში. მისი თქმით, ტრამპი ამ შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტის, ს მხარეს იკავებს.
”ეს მაწუხებს: ნუ დაიჭერ ყაჩაღის მხარეს, რომელიც კლავს თავის ოპონენტებს. ნუ იჭერ იმის მხარეს, ვინც შევიდა და შეიჭრა ქვეყანაში და ნახევარი მილიონი ადამიანი მოკლა ან დაიჭრა“, – განაცხადა ჰეილიმ ტელეკომპანია “სი-ბი-ესთან” (CBS) ინტერვიუში“.
ტრამპის მიერ ნატოზე გაკეთებული კომენტარები ემთხვევა იმ დროს, როცა ში რუსეთის თავდასხმიდან 2 წელი სრულდება და კიევს თავდაცვისთვის და კონტრშეტევისთვის შეიარაღებით დახმარების მწვავე საჭიროება აქვს. კონგრესში კი მისი თანაპარტიელი რესპუბლიკელები სულ უფრო სკეპტიკურად უყურებენ და აფერხებენ უკრაინის მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან დამატებითი დახმარების დამტკიცების კანონპროექტს.
შაბათსვე, ტრამპმა მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს, საერთოდ შეწყვიტონ უცხოეთში დახმარების “უკონტროლოდ” გაგზავნა. ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ შეერთებულმა შტატებმა მკვეთრად უნდა შეზღუდოს თანხების მიწოდება და ეს ამიერიდან მხოლოდ კრედიტის სახით უნდა მოხდეს.
„მისმენთ ამერიკის სენატში? ამ მომენტიდან დაწყებული, უცხოური დახმარება ფულის სახით არ უნდა მიეცეს არცერთ ქვეყანას, თუ ეს არ არის გაცემული სესხის სახით და ის უბრალოდ არ უნდა დარიგდეს”, – დაწერა მან თავისი სოციალური მედიის პლატფორმაზე დიდი ასოებით.

ასევე დაგაინტერესებთ