ტრამპმა პუტინთან შეხვედრის წინაპირობა დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ არ დაეთანხმება რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინთან, შეხვედრას მანამ, სანამ არ იქნება გარკვეული წინასწარი ხედვა უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების შეთანხმებაზე.
ამერიკელი ლიდერის ეს განცხადება გაკეთდა ჟურნალისტებთან საუბრის დროს, რომლის აუდიოჩანაწერიც თეთრი სახლის ვებგვერდზე გავრცელდა. ტრამპმა ასევე ისაუბრა ჩინეთის მიერ რუსეთის ნავთობის შესყიდვების შემცირებაზე:
„ჩინეთი მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის ნავთობის შესყიდვებს. ინდოეთი კი მთლიანად წყვეტს შესყიდვებს,“ – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში