ტრამპმა განაცხადა, რომ “დიდი შვიდეულში” რუსეთის დაბრუნებას ისურვებდა

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სიამოვნებით“ დააბრუნებდა რუსეთს „დიდი შვიდეულის“( G7) რიგებში.
G7-ის შეხვედრებზე აღარ მიიწვიეს 2014 წლიდან – მას მერე, რაც უკრაინის ტერიტორია, ყირიმის ნახევარკუნძული დაიკავა.
ტრამპმა 13 თებერვალს განაცხადა: „ვფიქრობ დიდი შეცდომა იყო მისი გაგდება,“ – იგულისხმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.
ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადისასაც გამოთქვა სურვილი, დაუბრუნდეს ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების გაერთიანებას, მაგრამ მას ამაში მხარი არ დაუჭირეს ევროპელმა მოკავშირეებმა.
„დიდი შვიდეული“ 1975 წელს შეიქმნა, როგორც მსოფლიოს სამრეწველო – ლიბერალ-დემოკრატიულ ფასეულობის მქონე წამყვანი სახელმწიფოების მეთაურების ფორუმი. მისი ამოცანაა მსოფლიო ეკონომიკის საკითხების განხილვა. ახლა ჯგუფში შედიან , ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, იტალია, კანადა, ხოლო ევროკომისიას მეთვალყურის სტატუსი აქვს.
1998 წელს რუსეთის მიღებით ჯგუფი „დიდი რვიანი“ (G8) გახდა და ყირიმის ანექსიის შემდეგ ის კვლავ ძველ ფორმატს დაუბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)