ტრამპი პუტინთან კონტაქტზე: 2021 წლის შემდეგ ეს რომ გამეკეთებინა, ჭკვიანური ნაბიჯი იქნებოდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა, ეპასუხა შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა საუბარი ვლადიმერ პუტინთან 2021 წელს, თანამდებობის დატოვების შემდეგ, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი საუბარი თუკი შედგა, გონივრული იქნებოდა.
კითხვა დონალდ ტრამპს Bloomberg-ის მთავარმა რედაქტორმა ინტერვიუს დროს დაუსვა, საფუძველი კი Washington Post-ის წიგნი გახდა, რომელშიც ავტორი ამტკიცებს, რომ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ტრამპი პუტინს რამდენჯერმე ესაუბრა.
„მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ. მაგრამ გეტყვით, ეს რომ გამეკეთებინა, ჭკვიანური ნაბიჯი იქნებოდა. თუ მეგობრული ვარ და შემიძლია ადამიანებთან ურთიერთობა – ეს ქვეყნისთვის ცუდი კი არა, კარგია. მას 2 ათასი ბირთვული ქობინი აქვს, ჩვენც. ჩინეთს გაცილებით ნაკლები აქვს, მაგრამ ისინი ხუთ წელიწადში დაგვეწევიან“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მურთაზ ზოდელავას ადვოკატი – ბრალს არ ვეთანხმებით, დაუსაბუთებელი ბრალდების ქვეშაა პატიმრობაში, შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება უნდა იქნეს მიღებული, რაც მის გათავისუფლებას შეუწყობს ხელს

ლევან ბეჟაშვილი – არ უნდა დავპანიკდეთ – ლევან ხაბეიშვილმა შეძლო და ერთმა ადამიანმა დააშინა ივანიშვილის რეჟიმი, ასი ათასი ადამიანის ძალას შეუძლია საქართველოს ისტორია შეცვალოს, 4 ოქტომბრის პროტესტზე ყველა უნდა გამოვიდეთ