ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთიდან ტუროპერატორებს უმასპინძლა

პოლონეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.
კამპანიის ფარგლებში, ავიაკომპანია LOT Polish Airlines-თან თანამშრომლობით, საქართველოს პოლონეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პოლონელ ტუროპერატოებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ, B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგვმის საკითხები განიხილეს.
გაცნობითი ტურის ფარგლებში, პოლონელი ტუროპერატორები თბილისის, გუდაურისა და კახეთის ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ, დაათვალიერეს სასტუმროები, ღვინის მარნები და მუზეუმები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”