ტრამპი: „პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის!“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომთან დაკავშირებით მიმდინარე სამშვიდობო მცდელობებთან დაკავშირებით.
„პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ ასობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე, როდესაც ეს გაუთავებელი „სისხლისღვრა“, იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და ბევრად უკეთესი მსოფლიო“, – წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა TruthSocial-ზე და დასძენს: „გავაგრძელებ ორივე მხარესთან მუშაობას, რათა ეს მოხდეს. -ს სურს, ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილოს აღმშენებლობასა და ვაჭრობაზე. წინ დიდი კვირა გველოდება!“
ანალიტიკოსები წერენ, რომ რთულია განსაზღვრა, თუ რას ეხმიანება ტრამპი – უკრაინის მოკავშირეების კოლექტიურ მოთხოვნას 30-დღიანი ზავის შესახებ, თუ პუტინის შეთავაზებას, სთან სტამბოლში მოლაპარაკებების განახლებაზე.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა და თქვა, რომ მზად არის მოლაპარაკებები 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.
მანამდე გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა პრეზიდენტ სთან ერთად მოითხოვეს უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და გააფრთხილეს მოსკოვი, რომ პუტინის მხრიდან შესაძლო უარს ახალი, „მასშტაბური“ სანქციები მოჰყვება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება