ტრამპი აცხადებს, რომ შეამცირებს რუსეთისთვის მშვიდობის დასამყარებლად მიცემულ დროს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ შეამცირებს სთვის მანამდე მიცემულ, 50 დღით განსაზღვრულ ვადას სთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ტრამპი ამბობს, რომ “იმედგაცრუებულია” რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმირ პუტინით და მიცემულ ვადას შეამცირებს, რადგან “უკვე იცის პასუხი” თავის წინადადებაზე.
ტრამპს არ დაუკონრეტებია რამდენად შემცირდება ვადა. 50 დღე მან რუსეთს ორი კვირის წინ, 14 ივლისს დაუწესა.
ტრამპი ამ განცხადებებით ჟურნალისტებთან გამოვიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრამდე, რომელიც შოტლანდიაში უნდა გაიმართოს.
50-დღიან ვადაზე ლაპარაკისას, ტრამპი ამბობდა, რომ თუ რუსეთი ამ დროში უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას არ გააფორმებს, მაშინ 100-პროცენტიან ტარიფს დააწესებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მისი ენერგომატარებლების შემსყიდველი ქვეყნების იმპორტზე.
ამასთან, ტრამპი ლაპარაკობდა მზაობაზე იარაღი მიეწოდოს აშშ-ის პარტნიორებს – რომლებიც შემდეგ მას უკრაინას გაუგზავნიან.
რუსეთის პრეზიდენტით საკუთარ “იმედგაცრუებაზე” ლაპარაკისას ტრამპმა კვლავ თქვა, რომ პუტინი მასთან მართავს საუბრებს, რომლებსაც არანაირი რეალური ცვლილებები არ მოჰყვება და რუსეთის სამხედროები აგრძელებენ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, რუსეთის საფონდო ბაზარზე მკვეთრი ვარდნა აღირიცხა ტრამპის სიტყვების რეაქციად.
თავად პუტინს ამ ორი კვირის განმავლობაში არაფერი უთქვამს ს მიერ მისთვის მიცემული 50-დღიანი ვადის თაობაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ორშაბათს კიდევ გაიმეორა რუსეთის მოთხოვნები უკრაინის მიმართ – უარი ნატოში გაწევრიანებაზე და ტერიტორიული ცვლილებების აღიარება, ანუ უარის თქმა იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც რუსეთი აცხადებს პრეტენზიას.
უკრაინა არ ეთანხმება ამ მოთხოვნებს და ამბობს, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს წინასწარი პირობების გარეშე.