ტრამპის მრჩეველი მწვავედ აკრიტიკებს ირანს პარიზში, ოპოზიციის შეხვედრაზე

-ის არჩენული პრეზიდენტის, ს მიერ სა და უკრაინის საკითხებში საგანგებო წარმომადგენლად დანიშნული პირი, კით კელოგი პარიზში, ირანის ოპოზიციური ძალების შეხვედრაზე გამოვიდა მოწოდებით თეირანზე აღდგეს “მაქსიმალური ზეწოლა”, რათა ის იძულებული გახდეს დაუშვას მეტი დემოკრატია და შეწყვიტოს ექსტრემისტული ელემენტების მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში.
“ეს ზეწოლა არ არის მხოლოდ კინეტიკური, არ არის მხოლოდ საბრძოლო ძალა, ეს ასევე უნდა იყოს ეკონომიკური და დიპლომატიური” – თქვა 11 იანვარს კით კელოგმა, რომელიც გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტია. კელოგი ამ განცხადებებით გამოვიდა ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭოს (NCRI) შეხვედრაზე – გაერთიანების, რომელსაც თეირანი ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევს.
ტრამპი გამოდის პირობით, რომ დაუბრუნდება “მაქსიმალური ზეწოლის” პოლიტიკას – რომელსაც ის მიმართავდა პრეზიდენტობის პირველი ვადისას, ირანის ეკონომიკის საკმარისად დასუსტების მიზნით საიმისოდ, რომ ირანი დათანხმებოდა მოლაპარაკებას მისი ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების შესახებ და შეეკვეცა რეგიონული ნაბიჯები.
2018 წელს ტრამპმა გაიყვანა ისტორიული ხელშეკრულებიდან ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის და თეირანს მკაცრი სანქციები აღუდგინა. ტრამპი აცხადებდა, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობები არ იყო საკმარისად მკაცრი საიმისოდ, რომ ირანს ვეღარ შეექმნა ბირთვული იარაღი.
კელოგმა პარიზში თქვა, რომ ახლა არსებობს ახალი შესაძლებლობები, რათა ირანი უკეთესობისკენ შეიცვალოს. “ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის სისუსტეები, რომლებსაც ვხედავთ. იმედი არის, და ამიტომ მოქმედებაც უნდა იყოს” – ამბობს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის წარმომადგენელი.

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან