ტრამპის იმუნიტეტის საკითხს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა განიხილოს ყოფილი პრეზიდენტის, ს სარჩელი, რომელიც სისხლისსამართლებრივი დევნისგან დაცვას ეხება. განხილვა 22 აპრილს დაიწყება.
ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც თებერვლის დასაწყისში, კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ სარგებლობს იმუნიტეტით სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ეხება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე უკანონო გავლენის მცდელობას და კაპიტოლიუმზე ტრამპის მომხრეთა თავდასხმას.
ადვოკატები ამტკიცებენ, რომ შეუძლებელია ყოფილი პრეზიდენტის სისხლისსამართლებრივი დევნა ოფიციალური ქმედებების გამო, თუ კონგრესისგან უნდობლობა გამოცხადებული არ აქვს.
მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს, -ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის სარჩელის განხილვა გადაწყვიტა, შეჩერდა სასამართლო პროცესი კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე. მისი განხილვა 4 მარტს უნდა დაწყებულიყო.
დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.
· მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
· 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
· 2021 წლის 6 იანვარს, ს ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი