ტრამპის თქმით, მისი მოთმინება პუტინის მიმართ სწრაფად იწურება

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ მისი მოთმინება იწურება.
Fox News-ის ეთერში ტრამპს ჰკითხეს, ამოიწურა თუ არა მისი მოთმინება პუტინისადმი.
„დიახ. ის გარკვეულწილად იწურება და იწურება სწრაფად“, — უპასუხა ტრამპმა.
მისი თქმით, პუტინზე ზეწოლა გულისხმობს სანქციებით ძლიერ ზემოქმედებას ბანკებზე და ნავთობზე.
„მაგრამ მე უკვე გავაკეთე ეს. ბევრი რამ გავაკეთე. ინდოეთი მათი ყველაზე დიდი მომხმარებელი იყო და 50%-იანი ტარიფი დავუწესე იმიტომ, რომ ნავთობს ყიდულობენ რუსეთიდან. ეს ადვილი საქმე არ არის და ეს იწვევს ბზარს ინდოეთთან ურთიერთობაში“, — განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა, თავისი დაპირების მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ შეძლო რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ან ცეცხლის შეწყვეტა. პუტინთან და მოგვიანებით ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ უკვე დაიწყო მუშაობა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებაზე. თუმცა რუსეთმა ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა, თუ ის მოსკოვში არ ჩავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა