ტრამპის ახლო გარემოცვაში ბევრ ადამიანს აქვს სკეპტიციზმი ირანზე თავდასხმასთან დაკავშირებით

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვაში ბევრ ადამიანს აქვს სკეპტიციზმი ირანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ტრამპის სამმა მრჩეველმა „აქსიოსს“ განუცხადა, რომ, მათი აზრით, სამხედრო ვარიანტის ახლავე დაწყება სწორი გადაწყვეტილება არ იქნებოდა. კიდევ ერთი მრჩეველი ამბობს, რომ ახლავე განხორციელებული დარტყმა მხოლოდ შეარყევს პრეზიდენტის დღის წესრიგის დიდ ნაწილს რეგიონსა და მსოფლიოში.
თავის მხრივ, ტრამპი ბოლო კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ამბობს, რომ რეგიონში „დიდ გემებს“ აგზავნის, თუმცა ასევე ღიაა მოლაპარაკებებისთვის.
გამოცემის თანახმად, ტრამპი ამჟამად დიპლომატიურ გზას ადგას, თუმცა ეს, შესაძლოა, დიდხანს არ გაგრძელდეს.
„ირანი პარასკევს მოლაპარაკებებზე ხელშესახები წინადადებებით თუ არ გამოცხადდება, შესაძლოა, ძალიან სწრაფად აღმოჩნდეს ძალიან ცუდ სიტუაციაში“, – განაცხადა ერთ-ერთი შუამავალი ქვეყნის მაღალჩინოსანმა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია