ტორესა მოსი: ბავშვებზე კი ნუ ბრაზობთ, საკუთარ თავზე გავბრაზდეთ, რომ მერამდენე თაობას ვუკლავთ ყველაზე ჯანსაღ რამეს…

“თუკი ბავშვს ვეტყვით, რომ სწავლის მიზანი არის დიპლომი, ჩაბარება, სპეციალისტად გახდომა, წარმატება, კაი ცხოვრება, გამდიდრება და ა.შ. და ა.შ., მაშინ ერთ მშვენიერ დღეს ის დასვამს სავსებით ლოგიკურ კითხვას, რომ თუ აპირებს გახდეს პროგრამისტი, რაში სჭირდება ქართველი ერის ისტორია? და ცხადია თუკი ბავშვს მიზნად ზემოხსენებული არაარსებითი რამეები დაუსახეთ თავში, ვერასოდეს გასცემთ ლოგიკურ, დასაბუთებულ და არგუმენტირებულ პასუხს.
კითხვაზე რატომ უნდა ვისწავლო ესა თუ ის რამ, არსებობს ერთადერთი პასუხი: იმიტომ, რომ საინტერესოა. ზოგადად სწავლას აქვს ერთადერთი საფუძველი: ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, სამყაროს შეცნობის სურვილი.
ქართველი ერის ისტორია მხოლოდ ერთი რამის გამო შეიძლება გაინტერესებდეს, გაიგო ვინ ხარ, როგორია შენი კულტურული კოდები, რა აყალიბებს შენ გარშემო იმ რეალობას, რომელშიც აპირებ ან არ აპირებ ცხოვრებას? და ა.შ.
ბავშვებზე კი ნუ ბრაზობთ, საკუთარ თავზე გავბრაზდეთ, რომ მერამდენე თაობას ვუკლავთ ყველაზე ჯანსაღ რამეს, ინტერესს, ცნობისმოყვარეობას, სამყაროს შეცნობის სურვილს, იმის გამო, რომ ვერ მოვახერხეთ ბავშვთა კოლონიები, რომლებსაც სკოლა მხოლოდ სახელად ჰქვია, მართლა საგანმანათლებლო ადგილებად გვექცია.
ბავშვებზე ნუ ბრაზობთ საკუთარ თავებზე გაბრაზდით და თუ შვილს უთხარით, რომ სწავლა მუშაობისთვის, გამდიდრებისთვის, წარმატებისთვის და სხვა სისულელეებისთვის სჭირდება, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ლოგიკურ კითხვას დაგისვამთ და თქვენ პასუხი არ გექნებათ. ჩვენი ბრალია!
P.S. მარიამი არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და გონება გახსნილი ადამიანი და თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. მიხარია რომ ეს კითხვა სახეში გაგაწნათ. და კი მეც იგივეს ვეკითხებოდი ყველას და ვერავინ მპასუხობდა, სანამ მე თვითონ არ ვიპოვე ამ კითხვის პასუხი,” წერს სოციალურ ქსელში მწერალი ტორესა მოსი.
ცნობისათვის, ჟურნალისტ არჩილ გულედანის შვილი, მარიამ გულედანი, გადაცემა „შუადღე Live“ – ს ესტუმრა. მან ქართული ჰაგიოგრაფიისა და ისტორიის შესახებ ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ლელო“ – პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს