რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ბელგოროდში დრონებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა 6 და დაშავდა 35 ადამიანი

ს ბელგოროდის ოლქის ბორისოვის რაიონში უკრაინის მიერ მიკროავტობუსების დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია რაიონის ხელმძღვანელზე, ვლადიმერ პერევერზევზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ავტომობილებით სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგის თანამშრომლები გადაჰყავდა.
მოგვიანებით, ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განმარტა, რომ დრონებით თავდასხმა „გაზელის“ ტიპის ორ ავტომობილსა და ერთ მსუბუქ ავტომობილზე სოფელ ბერეზოვკას მიდამოში მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ