ტოპ 10 ყველაზე შემოსავლიანი ავიარეისი – OAG

OAG-იმ 2023 წლის პირველი ნახევრის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ავიაკომპანიის რეისები დაასახელა.
10-დან 6 ყველაზე ძვირადღირებული რეისი შიდა ფრენებზე მოდის და ყველაზე შემოსავლიანი – $1,21 მლრდ სიდნეი-მელბურნის მიმართულებაა.
გარდა ამისა, საუდის არაბეთში, ერ რიადიდან ჯიდაში ფრენების შემოსავალმა შიდა ამერიკული რეისების შემოსავალს გადააჭარბა.
რაც შეეხება საერთაშორისო რეისებს, ნიუ-იორკიდან ლონდონამდე ფრენა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთული და შემოსავლიანი რეისი იყო. ამ რეისზე 2023 წელს 3,88 მილიონი ბილეთი გაიყიდა და წლის პირველ ნახევარში, 1,15 მლნ დოლარის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც 37%-იანი ზრდაა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საერთო ჯამში, 2019 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალ შემოსავლიანი იყო რეისები დუბაიდან ერ-რიადიში. ამ რეისზე შემოსავლები 416%-ით გაიზარდა.
ყველაზე შემოსავლიანი ავიარეისების ათეული ასეთია:
ავიარეისი (აეროპორტის კოდები) / რეისი – ქალაქი / შემოსავალი
· SYD-MEL – სიდნეი – მელბურნი – $1,21 მლრდ;
· JFK-LHR – ნიუ იორკი (ჯონ ფ. კენედი) ლონდონი (ჰიტროუ) – $1,15 მლრდ;
· RUH-JED – რიადი – ჯიდა – $1,03 მლრდ;
· DXB-RUH – დუბაი – ერ-რიადი – $990 მლრდ;
· LAX-JFK – ლოს-ანჯელესი – ნიუ-იორკში (ჯონ ფ. კენედი) – $801 მლნ;
· SFO-EWR – სან ფრანცისკო – ნიუარკ – $722 მლნ;
· EWR-LAX – ნიუ იორკი – ლოს ანჯელესი – $682 მლნ;
· SIN-SYD – სინგაპური – სიდნეი – $650 მლნ;
· JFK-CDG – ნიუ იორკი (ჯონ ფ. კენედი) – პარიზი (შარლ დე გოლი) – $647 მლნ;
· PER-MEL – პერტი – მელბურნში – $642 მლნ.

ასევე დაგაინტერესებთ