„ტერა ბანკში“ გირაოს სახით ჩადებული უძრავი ქონების მოცულობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა, „ბაზის ბანკში“ – შემცირდა

კომერციულ ბანკებს 2023 წლის ბოლო კვარტალში გირავნობის უზრუნველყოფის სახით ჯამში 100 მლრდ ლარზე მეტის აქტივები აქვთ მიღებული. აქტივებში შედის როგორც უძრავი ქონება, ასევე მოძრავი ქონება, ძვირფასი ლითონები, ფასიანი ქაღალდები და ა.შ. აქტივებიდან უმეტესობა, თითქმის მესამედი, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოდის.
ყველაზე დიდი მოცულობით გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივები (უძრავი ქონება, ფულადი სახსრები, ძვირფასი ლითონები) „ ბანკის“ ანგარიშზეა – 49 მლრდ ლარი, შემდეგ მოდის „ს“ 41.3 მლრდ ლარით, მესამე ადგილზე კი არის „ლიბერთი ბანკი“ – 5.5 მლრდ ლარის აქტივით.
რაც შეეხება კონკრეტულად უძრავი ქონების გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივების მოცულობას, პირველ და მეორე ადგილს აქაც „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ ინაწილებენ.
უძრავი ქონების (საცხოვრებელი, კომერციული, მიწის ნაკვეთები და სხვა) გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივების მოცულობის მიხედვით -7 ბანკი შემდეგია:
· „თიბისი ბანკი“ – 2023 წლის მეოთხე კვარტალში – 36.7 მლრდ ლარი, 2022 წლის მეოთხე კვარტალში – 30.8 მლრდ ლარი.
· „საქართველოს ბანკი“ – 2023 წლის მეოთხე კვარტალში – 33.4 მლრდ ლარი, 2022 წლის მეოთხე კვარტალში – 25.6 მლრდ ლარი.
· „ტერა ბანკი“ – 2023 წლის მეოთხე კვარტალში – 4.5 მლრდ ლარი, 2022 წლის მეოთხე კვარტალში – 1.7 მლრდ ლარი.
· „ბაზის ბანკი“ – 2023 წლის მეოთხე კვარტალში – 3 მლრდ ლარი, 2022 წლის მეოთხე კვარტალში – 3.5 მლრდ ლარი.
· „ლიბერთი ბანკი“ – 2023 წლის მეოთხე კვარტალში – 3.29 მლრდ ლარი, 2022 წლის მეოთხე კვარტალში – 3.3 მლრდ ლარი.
· „პროკრედიტ ბანკი“ – 2023 წლის მეოთხე კვარტალში – 1.4 მლრდ ლარი, 2022 წლის მეოთხე კვარტალში – 1 მლრდ ლარი.
· „კრედო“ – 2023 წლის მეოთხე კვარტალში – 1.2 მლრდ ლარი, 2022 წლის მეოთხე კვარტალში – 954 მლნ ლარი.
2023 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.