ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება

ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმამ, დღეს, კიდევ ერთხელ მიიღო პერმანენტული და ძალადობრივი სახე.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე რადიკალური ჯგუფები, გარდა იმისა, რომ ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ფიზიკურად ესხმიან თავს „იმედის“ ჟურნალისტებს. მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, მაქსიმალურად გააკონტროლონ მათ მიერ პარლამენტთან მობილიზებული ჯგუფები, რომ ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ხელი არ შეუშალონ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლა სისხლის სამარლის დანაშაულია. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება.

მივმართავთ სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს – გამოხატონ საკუთარი პოზიცია მედიაზე თავდასხმის ფაქტებზე.

ტელეკომპანია „იმედმა“ დღეს მიმართა დიპლომატიურ კორპუსსაც, თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში