ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ სუსის თანამშრომელი მანქანით დაეჯახა, თუმცა დამნაშავედ მაინც ის სცნეს – რას ყვება დავით ვარშანიძე

სუსის თანამშრომელმა ტაქსის მძღოლს მანქანა დაარტყა. ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს მოხდა, როცა ტაქსის მძღოლს ორი მგზავრი გადაჰყავდა.

დავით ვარშანიძის განცხადებით, ავარია სუს-ის თანამშრომლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად მოხდა და ინციდენტი სამეთვალყურეო კამერებმაც დააფიქსირა, თუმცა შესაბამისი ჩანაწერი მას ამ დრომდე არ აჩვენეს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მტკიცებულება მის სასარგებლოდ იყო,  დამნაშავედ მაინც ის გამოიყვანეს და ჯარიმაც გამოუწერეს.

ისნი მეტროსთან მოხდა ეს ავარია, ვატრიალებდი და უცბად არსაიდან დამარტყა. გადმოვედი, იყო პიკაპი, სამხედრო ფორმაში იყო ადამიანი. დამიწყო ყვირილი, “დარეკე 112-შო”, მეთქი- დავრეკავ. რომ დავრეკე, ტელეფონი ბლუთუზზე იყო, გარეთ ვიაყვი, ვერ მივხვდი, რომ არ ისმოდა, თავი შევყავი, ველაპარაკებოდი იმ გოგოს, რომ მჭირდებოდა დახმარება, ავარია მოხდა და მოვიდეს პატრული. შემოყო ტანი მანქანაში და ამ გოგონას უყვირის, რომ “სუსის მანქანაა, სუსიდან ვარო”. ისეთ ტონალობაში ყვიროდა, ალბათ ეგ ჩანაწერიც აქვთ, 112-ის თანამშრომლემა უთხრა, “ბატონო, ხომ არ გემუქრებათ, დახმარება ხომ არ გჭირდებათო”. ეკიპაჟი თავიდან ბოლომდე მამტყუნებდა მე, შენ ხარ დამნაშავეო, გინდა თუ არა მარჯვნიდან მოუხვიეო. განახებთ შენს ბრალეულობას, რომ ტყუიხარო. საბოლოო ჯამში, რომ გაიხსნა ეს კამერა, მე იქ აღარ დამასწრეს, რომ გამოვიდა ვკითხე, რომ აბა, რომელ ზოლში ვმოძრაობდი, ხომ ვიყავი მარცხენა ზოლში? კიო, უკიდურეს მარცხენა ზოლში იყავიო, მაგრამ სამწუხაროდ, დამნაშავე შენ ხარო. მეთქი, როგორ ვარ დამნაშავე? უნდა გეზრუნა უკან მოძრავი მანქანის უსაფრთხოებაზეო. მეთქი, მანახე კამერები და აი, ვციტირებ, ზუსტად სიტყვა-სიტყვით: ვეღარ განახებ, იმიტომ, რომ ზევიდან მქვს დირექტივა”, – ამბობს ვარშანიძე. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ შემთხვევის მონაწილე გოჩა ბეროშვილი უწყების სპეცრაზმში ირიცხება. ამბობენ, რომ მოკვლევა დაწყებულია როგორც გენინსპექციაში, ასევე საპატრულო პოლიციაში და ამტკიცებენ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება მოქალაქის მხრიდან, მხოლოდ უწყების დისკრედიტაციის მცდელობაა.