,, სწორედ ახლა სჭირდებათ ამერიკელ აკაცუკებს აქაური გამოცდილი აკაცუკების მხარდაჭერა!” – სოსო მანჯავიძე

საკრებულოს ყოფილი წევრი, სოსო მანჯავიძე:
,,ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების მხეცურ დარბევას ტრამპის რეჟიმის მიერ!
ხელისუფლებას მოვუწოდებ სასწრაფოდ მოახდინოს მოხალისეთა მობილიზაცია და გააგზავნოს ისინი კალიფორნიაში სპეციალური რეისებით!
სწორედ ახლა სჭირდებათ ამერიკელ აკაცუკებს აქაური გამოცდილი აკაცუკების მხარდაჭერა!
განსაკუთრებით საშურია ფოირვერკებისა და მოლოტოვის კოქტეილების მსროლელების დახმარება!
ან გული როგორ უძლებთ აქ, როცა მათი თანასოროსელები იქ იტანჯებიან!
აქ მაინც გამოამჟღავნოს სალომე პომპადურმა ლიდერობა და წინ წაუძღვეს დემოკრატიის დასაცავად პროევროატლანტიკურ ლაშქრობას, როგორც ეს ფრანგებმა გააკეთეს ამერიკის თავისუფლებისათვის ბრძოლაში!
ახლა ამას ჩემი შეხსენება უნდა სჭირდებოდეს?
გადაირევი კაცი.“

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)