„სწორედ ამ 2 მითითების შესასრულებლად მოვიდა ივანიშვილი ღიად პოლიტიკაში, პირველი იყო ღარიბაშვილის მოშორება პრემიერობიდან“ – ბაბუნაშვილი

„ალიას“ ესაუბრება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპნია „ეპიკ ამბასადორის“თავმჯდომარე, კონდრად ბაბუნაშვილი:
– ბატონო კონრად, ამერიკულ პოლიტიკაში, ცოტა არ იყოს, ტრაგიკომიკური ვითარებაა. დონალდ ტრამპს შარშან დაჭერას უპირებდნენ, ახლა კი საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ეს ამერიკული დემოკრატიისთვის უჩვეულოა. რა შანსები აქვს ტრამპს გახდეს „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და თუ ასე მოხდა, მის საპრეზიდენტო შანსებზე რას იტყვით?
– თქვენს კითხვაზე პასუხისას, ყურადღებას გავამახვილებ გლობალურ კონტექსტზე. ერთმანეთს უპირისპირდება პლანეტარული მმართველობის ორი გენერალური ძალა – ულტრაგლობალისტები (რომლებსაც ქართულ „ქოცურ“ პოლიტიკაში ვითომ შეფარვით „ომის პარტიად“ მოიხსენიებენ და რომლის გარე თვალისათვის ხილვადი ლიდერი ა) და ზომიერი გლობალისტები (პატრიოტები, რომლის გარე თვალისათვის ხილვადი ლიდერი ა).
ამ ორ ძალას შორის არსებობდა გარკვეული ბალანსი, რომელიც უხეშად დაირღვა ულტრაგლობალისტების მხრიდან დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევისათვის წინააღმდეგობის შექმნით. გამოყენებულ იქნა „წელს ქვევით“ დარტყმები, რომლებზეც ღია საუბარი არ არის მიზანშეწონილი. ამის საპასუხოდ ტრამპიც ეცადა საკუთარი ხელისუფლების დაცვას აკრძალული მეთოდებით, რისი შედეგიც არის მისთვის წაყენებული 91 ბრალდება და რამდენიმე სასამართლო გარჩევა, რომელიც, შესაძლოა, ტრამპის დაპატიმრებით დამთავრდეს. ტრამპი დღესაც იბრძვის „წესების გარეშე“ ბრძოლის მეთოდით, რაც გამოიხატება სენატში ჩავარდნილი კენჭისყრით 118 მილიარდიან ფინანსურ პაკეტზე, სადაც უკრაინისთვის და სთვის დახმარება იყო გაწერილი. ეს ბრძოლა ულტრაგლობალისტებსა და ზომიერ გლობალისტებს შორის, ძალიან აზიანებს აშშ-ს იმიჯს და ქმნის ისეთ სახელისუფლებო კრიზისს, რომელიც ამერიკას აქამდე არ ახსოვს. ეს აწყობს რუსეთს.
თქვენ კითხვაზე პირდაპირი პასუხი კი ასეთია: ტრამპს აქვს შანსი გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიის მხრიდან და ტრამპს ასევე აქვს შანსი გახდეს პრეზიდენტი მეორედ, მაგრამ ეს შანსები აბსოლუტური ნამდვილად არ არის და ამ მიმართულებით მკაფიო პროგნოზის გაკეთება, უმადური საქმე იქნება.
– უამრავი მოსაზრება გამოითქვა და თქვენი აზრი მაინტერესებს, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში?
– ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ღიად დაბრუნება უკავშირდება მისი პირადი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ამოცანის უზრუნველყოფას, რომლისთვისაც იგი იძულებულია, ითანამშრომლოს ამერიკელებთან. რაზეც „ალიას“ ადრე ვესაუბრე. ბიძინა პოლიტიკაში ისედაც მობრუნდებოდა აპრილში, რადგან სხვა გზა მას არ გააჩნდა, ღარიბაშვილის ხელში ვერ დატოვებდა საკუთარ მომავალს, მაგრამ საჭირო გახდა მისი მობრუნება უფრო ადრე და ეს უკავშირდება ირანს. მოკლედ, ცვლილებების საკადრო შედეგი ისაა, რომ წავიდა ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი. ეს მიანიშნებს იმაზე თუ სად იყო პრობლემა და სად უნდა მომხდარიყო ის ცვლილება, რომელიც ამერიკელებმა მოითხოვეს. 2023 წლის ბოლოს, სწორედ ამერიკელების მითითებით მობრუნდა ბიძინა ღიად პოლიტიკაში ორი ამოცანის განსახორციელებლად:
ა) ს მოშორება პრემიერობიდან, რადგან ღარიბაშვილს
ს ფეესბე ამზადებინებდა სამოქალაქო ომისთვის საქართველოში. ასევე,
რუსეთ-ირანის დამაკავშირებელი რკინიგზის და ავარეთის საავტომობილო გზის სასწრაფო წესით გახსნას გეგმავდა ღარიბაშვილის ხელით, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას (ჩატარდება 2024 წლის მაისამდე) ხელს უშლიდა. სიცხადე იყო შესატანი სხვა საკითხებშიც, რომლებზეც ღიად საუბარი ამ წამს მიზანშეუწონელია. სწორედ ამიტომაც გადააყენა ბიძინამ ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი.
ბ) საქართველოს კოალიციური მმართველობაზე გადასვლა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად.
ეს ორი ამოცანა უნდა შეასრულოს ბიძინამ იმისათვის რათა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხო ყოფნა საქართველოში, მინიმუმ პირველი ოპოზიციური პარტიის ლიდერის სტატუსით და მაქსიმუმ მმართველი კოალიციის წევრობით. თუ ბიძინამ თავი გამოაცხადა არჩევნებში ერთპიროვნულ გამარჯვებულად, დასავლეთი ამ შედეგს არ ცნობს და საქართველოში დაიწყება მაიდანი, რაც ბიძინას უსაფრთხოებას შეუქმნის დიდ საფრთხეს.
კობახიძის რიტორიკა იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება 60% აიღებს ან მეტიც, საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს, არის მინიშნება იმაზე, რომ მაიდანი, შესაძლოა, რეალური იყოს.
– გამოდის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არც ისეთი მარიონეტი ყოფილა ბიძინა ივანიშვილისა, როგორც გარეგნულად ჩანდა და დამოუკიდებელ თამაშსაც თამაშობდა.
– ღარიბაშვილი რუსეთის ფეესბეს კორუმპირებული მარიონეტი იყო, თუმცა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა ვერ გახდა და რუსების პოლიტიკური თამაშისთვის საბოლოოდ ვერ გამოდგა, რაც საქართველოსთვის ძალიან კარგია, რადგან ასე რომ არ ყოფილიყო, საქართველო სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დადგებოდა, როდესაც რუსეთიდან დაფინანსებული „ალტ–ინფოს“ „ბოევიკები“ დაიწყებდნენ ძალადობრივ ქმედებებს. „ალტ –ინფოს“ მოსკოვში კურირებს ანტონ ვაინო. კოკა მორგოშიას პერიოდულად ტომრებით მოაქვს ფული ფეესბედან და ხან აშშ და ევროკავშირის დროშებს წვავს და ხან ესესესერის წარწერიანი „ მაიკით“ და კედებით დარბის ქუჩაში. მას მობილიზებული ყავდა 2000 „მებრძოლი“, რომლებიც, ცხადია, ფულის სანაცვლოდ გაირჯებოდნენ, თან იმ ფონზე რომ სახელმწიფო (ღარიბაშვილი) მათ ხელს არ ახლებდა და მისცემდა პარპაშის საშუალებას.
ღარიბაშვილმა არჩია იმის შენარჩუნება რაც იშოვა, გაეცალა ამ საქმეს და კმაყოფილია იმ სტატუსით რაც ივანიშვილმა უწყალობა. საქართველოსთვის ეს კარგია, ხოლო ივანიშვილი იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო ღარიბაშვილის განეიტრალება უსისხლოდ, რაც გააკეთა კიდეც და საქართველო და საკუთარი თავი გადაარჩინა სისხლისღვრას, რომელსაც რუსეთის ფეესბე ამზადებდა საქართველოში.
– როგორ ფიქრობთ, 2024 წლის არჩევნების მერე, რა სახის პარტიული კონფიგურაცია შეიძლება მივიღოთ პარლამენტში? მოიგებს არჩევნებს „ქართული ოცნება“ თუ კოალიციური პარლამენტი გვეყოლება? რა ვარიანტებს განიხილავთ?
– ბიძინა ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების ამოცანა, მისი მხრიდან საჭიროებს ამერიკელების ინტერესების დაკმაყოფილებას. სავარაუდოდ, ბიძინა ასეც მოიქცევა და საქართველოში კოალიციური მმართველობა დამყარდება. შესაძლო ვარიანტი იქნება (თუ ქართული ოცნების ახალი პრემიერი მკაფიოდ ევროატლანტურ კურსს გაატარებს) ქართული ოცნების და გახარიას პარტიის კოალიცია, როდესაც გახარია გახდება პრემიერი, ხოლო ივანიშვილი (ან მისი პროქსი – კობახიძე) გახდება პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი. ასეთი სახით კოალიციური მმართველობა რამდენ ხანსაც გასტანს, იმდენ ხანს დარჩება, ხოლო შემდეგ კოალიცია დაიშლება და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. შესაძლოა, კოალიციამ მოახერხოს მთელი 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნა – ეს დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად წარმატებული იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. მაგრამ ეს მხოლოდ თეორიული მხარეა, რადგან კობახიძემ 8 თებერვალს, საპარლამენტო ტრიბუნიდან გახარიას კორუფციონერი და კოკაინის მომხმარებელი უწოდა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პოლიტიკური ველის მოსწორება მიმდინარეობს 2021 წლიდან და იგი რეალიზდა ნაცმოძრაობის დაშლით და ქართული ოცნების სრული ასოცირებით რუსეთთან, რითაც ქართულმა ოცნებამ ღიად დაიწერა შუბლზე სსსრ. ღარიბაშვილის გადაყენებით, ქართული ოცნება ეცდება ეს წარწერა ჩამოიბანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული საქართველოში.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თამაშს თამაშობს და მას რუსებთან კარგი ურთიერთობა ნამდვილად არ აქვს, რაც აღწერილია ინტერვიუში, რომელიც ამას წინათ თქვენს გაზეთს ექსკლუზიურად მივეცი.
…საქართველოს პოლიტიკური ველის მოსწორება იმიტომ დაიწყო 2021 წლიდან, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ევროატლანტური ძალების ლოიალური კოალიციური ხელისუფლება. ეს არის საბოლოო მიზანი, რომელიც უნდა განხორციელდეს 2024-2025 წლებში. თუ ეს ფუნქცია ეფექტურად განახორციელა კობახიძემ და შემდგომ კობახიძემ და გახარიამ ერთად, მაშინ ამოცანა პრაქტიკულად, შესრულებული იქნება. მაგრამ კობახიძის რიტორიკა გახარიას მიმართ ისეთია, რომ ამდაგვარი თანამშრომლობის ვარიანტი პრობლემური ხდება. ყოველივე ამას მალე ვნახავთ, რადგან კობახიძე იმოქმედებს ივანიშვილის მიერ მიცემული ინსტრუქციით. შესაბამისად, გახარიას ლანძღვა უნდა ვიგულისხმოთ სანქციონირებულად ბიძინასგან. მეორე ინდიკატორი იმისა, რომ საქართველო დაადგა ევროატლანტური ინტეგრაციის და კოალიციური მმართველობის გზას, იქნება საქართველოში ინვესტიციების თავისუფლად შემოშვება, რაც ამ წამს ჩაკეტილი აქვს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ უკანონო (პარალელურ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, რომელიც რეალურად აკონტროლებს საქართველოში თანხების შემოდინებას და ბაყბაყ-დევივით გადაკეტიული აქვს საქართველოში ფინანსების შემოდინება, რათა საფრთხე არ შეექმნას ივანიშვილის ხელისუფლებას. უნდა გაუქმდეს ზემოაღნიშნული უკანონო მონიტორინგის სამსახური, რომელიც ივანიშვილმა შექმნა და ანანურის მიდამოებში დააბანაკა, გასაიდუმლოებულ შენობაში. ეს სამსახური ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივია და წარმოადგენს ქვეყნის ფინანსური სფეროს უკანონო, ჩრდილოვანი მართვის სტრუქტურას, რაც არის აბსოლუტური ანომალია. საბოლოო მიზნის (საქართველოში დასავლეთის მიმართ ლოიალური კოალიციური მმართველობის დამკვიდრების და საქართველოს რუსული ორბიტიდან ჩამოშორების აუცილებლობის) მიღწევამდე, შესაძლებელია საჭირო გახდეს შუალედური პროცესის გავლა, რაც გულისხმობს საქართველოს მმართველი გარდამავალი კოალიციის შექმნას, რისი ვარიანტებიც შეიძლება იყოს:
ა) თუ ლელომ, გვარამიამ, მელიამ, ჯაფარიძემ და ხოშტარიამ ვერ შეძლეს ერთი პოლიტიკური ძალით არჩევნებზე გამოსვლა, ისინი დიდი ალბათობით 5% ბარიერს ცალ-ცალკე ვერ გადალახავენ და დარჩებიან პარლამენტს მიღმა.
შედეგად პარლამენტში გავა სამი ძალა – „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ და
გახარია. ამ ვითარებაში, სავარაუდოდ მოხდება“ ქართული ოცნების“ და გახარიას
მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება ისე, რომ პრემიერი იყოს გახარია,
ხოლო პრეზიდენტი ივანიშვილი ან მისი პროქსი კობახიძე. მაგრამ კობახიძის
(ივანიშვილის) რიტორიკა გახარიას მიმართ გამორიცხავს ამას. ეს კოალიცია (თუ იგი მაინც შედგა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე) რამდენ ხანს შეძლებს არსებობას ძნელი სათქმელია, მაგრამ ამ კოალიციის დაშლა გამოიწვევს ახალ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ბ) თუ „ლელომ“, გვარამიამ, მელიამ, ჯაფარიძემ და ხოშტარიამ შეძლეს ერთიანი ძალის ჩამოყალიბება (რაშიც მათ ხელს უწყობს ), მაშინ პარლამენტში მათთან ერთად გავა კიდევ სამი ძალა („ ქართული ოცნება“ ყველაზე მეტ ხმას აიღებს, მაგრამ ჯამში სამ დანარჩენ
პარტიას უმრავლესობა ექნება, რაც გამოიწვევს სხვადასხვა სახის ვაჭრობას
კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების თემაზე, განსაკუთრებით იმ
ფონზე, როდესაც კობახიძე გახარიას ლანძღავს, მას კორუფციონერს და ნარკომანს უწოდებს. ცხადია ეს ივანიშვილის პოზიციაა.)
– არსებობს ვერსია, რომ სალომე ზურაბიშვილი გადადგება პრეზიდენტის პოსტიდან, სათავეში ჩაუდგება გაერთიანებულ ოპოზიციას და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. რამდენად წაადგება ეს ვარიანტი ოპოზიციის გამარჯვებას და სად უფრო სასარგებლო იქნება ზურაბიშვილი არჩევნების დროს, ოპოზიციის ლიდერად თუ პრეზიდენტის პოსტზე?
– სალომე ზურაბიშვილის როლი იქნება ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალის როლი, რომელიც დარჩება ლეგიტიმურ ხელისუფლად მას შემდეგ, რაც ვადა გაუვა ძველ პარლამენტსა და მთავრობას, ხოლო ახალი ჯერ არჩევის პროცესში იქნება (საუკეთესო შემთხვევაში), ან ქვეყანაში დაიწყება მაიდანი (თუ ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა არჩევნებში ერთპიროვნული გამარჯვება, რასაც დასავლეთი არ ცნობს).
ასეთი ლეგიტიმური ხელისუფლის როლი ძალიან საჭირო იქნება გარდამავალ პერიოდში, რათა არ მოხდეს ქვეყნის გასვლა კონსტიტუციური ჩარჩოდან.
სწორედ ამიტომაც, სალომე ზურაბიშვილის მოსვლა პოლიტიკაში ცალკე სუბიექტად, 2024 წელს არ მოხდება, რადგან მას სხვა როლი აკისრია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თებერვლის თვეში გამოიკვეთება, შეძლებს თუ არა ერთიანი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას „ლელო“, გვარამია, მელია, ჯაფარიძე და ხოშტარია. თუ აღნიშნული ძალა ვერ ჩამოყალიბდა, აქტუალური გახდება იმ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა, რომლის სამიზნე იქნება 40-45 % ამომრჩევლისა, რომელიც ხმას არ აძლევს არც „ქოცებს“, არც „ნაცებს“ და არც მათ განაყოფებს.
ამ ძალის ჩამოყალიბება საჭიროების შემთხვევაში მოხდება 2024 წლის აპრილ-მაისამდე. შესაძლებელია, ეს ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს მას შემდეგაც, რაც „ლელო“, გვარამია, მელია, ჯაფარიძე და ხოშტარია ერთიან პოლიტიკურ ძალას ჩამოაყალიბებენ (მათი სამიზნე მაინც ნაცების ამომრჩეველია და ისინი ვერ შეძლებენ თავისუფალი ამომრჩევლის დიდი ნაწილის მომხმრობას). ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება სწორედ იმიტომაც იწელება, რომ ჯერ უნდა გაირკვეს „ლელო“, გვარამია, მელია, ჯაფარიძე, ხოშტარიას ერთიანი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების რეალობა. მას შემდეგ რაც ეს ძალა ან ჩამოყალიბდება, ან ვერ ჩამოყალიბდება, შესაძლებელი იქნება (მიზანშეწონილობის კვალობაზე) ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში და ამ ძალის სამიზნე იქნება არა მარტო თავისუფალი ამომრჩევლის 40-45 %, არამედ არშემდგარი თუ შემდგარი „ლელო“-გვარამია-მელია-ჯაფარიძე-ხოშტარიას პოტენციური ამომრჩეველიც და გახარიას ამომრჩეველიც. ამიტომაც, ამ ახალი, ავტორიტეტული და უნარიანი, ევრო–ატლანტური ორიენტაციის პატრიოტული პოლიტიკური ძალის შექმნა მნიშვნელოვნად შეცვლის სურათს საქართველოს პოლიტიკურ ველზე.
ეს არ აწყობს ივანიშვილს, ამიტომაც დიდი ნაბიჯებით უნდა ატაროს კობახიძე ევროატლანტური თანამშრომლობის მიმართულებით და შეაწყვეტინოს საუბარი იმაზე, რომ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით აპირებს მოსვლას ხელისუფლებაში, რაც ნიშნავს არჩევნების გაყალბების გეგმის არსებობას. ბიძინამ უნდა იჩქაროს და დიდი ნაბიჯებით, დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით უნდა იაროს ევროატლანტური ინტეგრაციის გზით, რათა საჭირო არ გახდეს ახალი პროდასავლური ძალის შექმნა, რომელიც დაჩრდილავს მას და საფრთხეს შეუქმნის მის მომავალს. ბიძინას ასეთი გამოცდილება აქვს რუსების მიმართ მსახურებით და მას არ გაუჭირდება იგივე ტიპის მსახურება უკვე შეცვლილი ვექტორის მიმართულებით.
საქართველოს შიგა პოლიტიკაზე დრამატულად დიდი გავლენა ექნება
რუსეთ-უკრაინის და ისრაელ-ირანის მიმდინარე ომების შედეგებს, რომლებიც 2024 წლის მაისამდე მნიშვნელოვნად გამოიკვეთება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …