სუსის ვერსიით, ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლას გეგმავდნენ უცხო ქვეყნები, უცნობია- რომლები

სუსი ანგარიშში წერს, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმებოდა. თუმცა ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომელი ქვეყნები გეგმავდნენ ამას.
სუსის თანახმად, 2023 წელს გამოწვევად რჩებოდა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების საქმიანობა, საქართველოზე ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებისა და ქვეყანაში მათ ინტერესებში შემავალი პროცესების ინიციირების მიზნით. კვლაც აქტუალური იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების წარმოება, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანების მიზნით.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ასევე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შიდა და გარე აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს.
„შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე და ს მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის პირობებში, რასაც იგი აქტიურად იყენებს ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის საწარმოებლად, 2023 წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს. სუსში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო“, — ნათქვამია ანგარიშში.
სუსის ინფორმაციით, დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეული იყო პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნებულიყო ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
„მოლოდინი გათვლილი იყო იმ გარემოებებზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნებოდა უარყოფითი, რაც საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად მიმაგრებული პრორუსულობის ლოზუნგით, საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობისთვის ნაყოფიერ ნიადაგს შექმნიდა. აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმებოდა უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც გამოყენებული იქნებოდა ში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველო ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობდა პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ“, — ნათქვამია ანგარიშში.
სუსის ცნობით, განიხილებოდა მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავდა სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებსაც უნდა მოჰყოლოდა მძიმე პროვოკაციები. მათ შორის, იგეგმებოდა ე.წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში.
სუსმა მორიგი სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ გასული წლის სექტემბერში განაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია.
უფრო კონკრეტულად, „ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ “ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.
სუსი „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს თავის ბოლო – 2022 წლის ანგარიშშიც. ანგარიშში საუბარია, რომ „საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამოწვევების მცდელობები“. თუმცა სუსი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურებზეა საუბარი. უწყების ანგარიშში ასევე არაა დაკონკრეტებული, ვინ იგულისხმება დესტრუქციულ ძალებში.
2023 წლის ანგარიშში არაფერია ნათქვამი, თუ როგორ განვითარდა გამოძიება. ამბობს რა, რომ აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციით, ახორციელებდა ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებას.
გარდა ამისა, სუსი იუწყება, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები და პირთა ჯგუფები განაგრძობდნენ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივების, სტრატეგიულ პარტნიორებთან და დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების დაზიანების, საზოგადოების პოლარიზებისა და სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუარესების მცდელობებს.
2023 წელს სუსი კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად „გამოვლენილი საფრთხეების გასანეიტრალებლად“ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 14 საქმეზე.
სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე.
ათობით ოპერატიული ინფორმაცია ქვემდებარეობით გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებებში, სადაც გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეებზე.
სუსი ასევე ამბობს, რომ საანგარიშო პერიოდში სამსახურმა განიხილა 169 407 უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმე, რომლებიც ითხოვდნენ საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მოპოვებას.
საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა წესით მინიჭება/შენარჩუნება აღდგენასთან დაკავშირებით განხილულ იქნა 12 402 საქმე.
დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომის სხვა საფრთხეები
სუსის თანახმად, 2023 წელს განსაკუთრებით გაზრდილი იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეები.
„საინფორმაციო ომის ფარგლებში სხვადასხვა ძალების მიერ წარმოებული კამპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების შეფერხება, სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანება, საქართველოს როგორც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების გაზრდა, ასევე პოლარიზაციის დონის ამაღლება. ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან სოციალური ქსელების და ინტერნეტსივრცის გამოყენებით, მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებები, რაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დასახლებულ რეგიონებში უკმაყოფილების მუხტის გაღვივებისა და დაპირდაპირების პროვოცირების საფრთხეს ქმნიდა“, — ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოვლინდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული ან უცხოური კაპიტალით საქართველოში დაფუძნებული ცალკეული იურიდიული პირები, რომლებიც შესაძლოა გამოიყენებოდეს უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო ოპერაციების რესურსად.
სუსის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ სა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები წარმოადგენს.
ამ თემაზე:
სუსი აფხაზეთში NGO-ების და საერთშორისო ორგანიზაციების შეზღუდვას აფასებს

ასევე დაგაინტერესებთ