სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა და კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ერთ-ერთ საბავშვო ბაღში შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა და კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში – “სტარ ბათუმი” (ს/კ 345682692). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და წყალმომარაგების პრობლემა. ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი დარღვევების გამოსწორებამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე – 15-01.
სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს