სურამში, მეოთხე საჯარო სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

სურამში, მეოთხე საჯარო სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი სკოლის სახურავზე გაჩნდა. ამ დროისთვის უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზები.
ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებზე მეხანძრე – მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა.