სტუდენტებმა მშვიდობის ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონს ევროპის მოედანზე აპროტესტებდნენ, მსვლელობით მშვიდობის ხიდზე გადაინაცვლეს, საიდანაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.
ისინი სკანდირებენ: “საქართველოს გაუმარჯოს”, “არა რუსულ კანონს”, “საქართველო”, “სად მივდივართ? – ევროპაში!”.
მანამდე აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო, წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. აღნიშნულ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.ს

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი? – „ქოცებო“ მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია