სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერთის შეხვდა.
საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა კომისარს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.
„სახალხო დამცველმა მაიკლ ო’ფლაერთის საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა გააცნო და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
ახლადარჩეულმა კომისარმა ამ მრავალწლიანი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი, რომელმაც შესაბამის სამსახურებს, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა კვებისთვის, 24 177.3 კგ ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი მიაწოდა

თამო კეშელავა: ჯარისკაცებს და პოლიციელებს წამლავთ, ბავშვებს ბაღის ფულს პარავთ, სკოლები დაანგრიეთ და არ შენდება, სამხარაული გაგინიავებიათ, უნივერსიტეტებს აუქმებთ, პარლამენტის შენობას ყიდით და რაც გამომრჩა, ყველაფერში ხელი გაქვთ ჩაყოფილი…