სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედება მარტამდე გადაიდო

სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედება მარტამდე გადაიდო. კერძოდ, ცვლილება, რომელიც სტომატოლოგების უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვას და ტრენინგებზე დასწრებას გულისხმობდა, 1-ელი იანვრის ნაცვლად, 1-ელ მარტამდე გადავადდა. სტომატოლოგიურ კლინიკებს ე.წ „უსგ” ქულებთან დაკავშირებით 1-ელი მარტიდან შეამოწმებენ.
„დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმ-სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, ასევე გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის, ალერგიული რეაქციებით გამოწვეული) მართვის საკითხებზე და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 20 უსგ ქულას წელიწადში.
2024 წელს მოპოვებული ქულების შემოწმება განხორციელდება 2025 წლის 1-ელი მარტიდან. 2025 წლის 1-ელ მარტამდე შესაძლებელია 2024 წელს მოსაპოვებელი ქულების შევსებაც, თუმცა აღნიშნული ქულები არ იქნება ჩათვლილი 2025 წელს მოსაპოვებელი ქულების ჯამურ რაოდენობაში”, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის 30 დეკემბრის დადგენილებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!