სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ის მოელის, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას ს ჯარების შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში, მიუხედავად ზოგიერთი რესპუბლიკელი კანონმდებლის წინააღმდეგობისა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ვაშინგტონის მხრიდან კიევის დახმარებას.
სტოლტენბერგმა ეს განცხადება 28 ნოემბერს გააკეთა ალიანსის 31 წევრი ქვეყნის შეხვედრაზე. მისი თქმით, ნატოს წევრებმა ს უპრეცედენტო დონის სამხედრო დახმარება აღმოუჩინეს მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში დაიწყო ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა. ამ დახმარებამ უკრაინას საშუალება მისცა, „მძიმე დანაკარგები მიეყენებინა რუსეთის ჯარებისთვის, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი დახმარება,“ თქვა სტოლტენბერგმა.
მან ისაუბრა იმაზე, კვლავაც დაეხმარება თუ არა უკრაინას აშშ ვაშინგტონში პოლიტიკური ჩიხის პირობებში და იმედი გამოთქვა, რომ ამერიკიდან დახმარება, რომელმაც დღემდე 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, კვლავაც გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი – The New York Times-ში გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დაკვეთილი სტატია დაიბეჭდა, სადაც გაზიარებულ იქნა მხოლოდ ბაჩიაშვილის მოსაზრებები, დაზარალებულის პოზიციები კი გადმოცემულია აბსტრაქტულად – სტატიას არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან

ევროპარლამენტარი მატიაჟ ნემეცი – ევროკავშირს შეეძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შემთხვევაში და შეზღუდვების მიმართვა მთავრობის ოფიციალური პირებისკენ