სტოლტენბერგი: „არსებობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების სასწრაფო, კრიტიკული აუცილებლობა“

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „დიდი შვიდეულის“ (G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც იტალიის კუნძულ კაპრიზე იმართება, განაცხადა, რომ მ „სასწრაფოდ უნდა გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა“.
„ეს სასწრაფოა, ვინაიდან შეფერხების ყოველი დღე უკრაინაში კიდევ უფრო მეტ სიკვდილსა და ნგრევას იწვევს. ადრე უნდა მიგვეცა მეტი, ამიტომ არის სასწრაფო აუცილებლობა ახლა, ხვალ, ზეგ. რაც უფრო მალე, მით უკეთესია. ვინაიდან საჰაერო თავდაცვის საშუალებათა მიწოდებაში შეფერხება ნიშნავს, რომ ს მეტი რაკეტა მიაღწევს სამიზნეებს უკრაინაში, ამუნიციის მიწოდებაში შეფერხებები ნიშნავს, რომ რუსეთი უფრო მეტად შეძლებს ფრონტის ხაზის გასწვრივ წინსვლას,“ თქვა სტოლტენბერგმა.
მან აღნიშნა, რომ გაჩნდა უკრაინის სამხედრო მოკავშირეთა მხრიდან მხარდაჭერის „მნიშვნელოვანი, იმედის მომცემი ნიშნები“, მათ შორისაა ამ შაბათ-კვირისთვის კონგრესში დანიშნული კენჭისყრა უკრაინისთვის 61 მილიარდი ევროს დახმარების კანონპროექტზე.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ნატოელმა მოკავშირეებმა გააგრძელონ დახმარების ზრდა. დღეს საჰაერო თავდაცვაზე ვართ კონცენტრირებული. არსებობს [უკრაინის] საჰაერო თავდაცვის გაძლიერების სასწრაფო, კრიტიკული აუცილებლობა,“ თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო – „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთაც სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან – აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ

სალომე სამადაშვილი – პროტესტს ნამდვილად აქვს შედეგი იმიტომ, რომ დღეს ამ რუსული უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში მოსვლა ვერ გაბედეს, სხდომა ვერ ჩატარდა – მტკიცე წინააღმდეგობა რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს