რომან გოცირიძე – მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო – „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთაც სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან – აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ

საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო – „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთ სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან. აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ მანამ, სანამ არ გააუქმებენ ამ კანონს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, მ პარლამენტის უკანა შესავლელთან, ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეშინებულმა ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა, რომ პარლამენტი საკუთარ ციხე-სიმაგრედ გადააქციოს.
როგორც გოცირიძე აღნიშნავს, მანამდე, „ქართულმა ოცნებამ“ კალენდარული დღეებიც მოიპარა და მთელ საქართველოს 10-დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს.
„12 საათია ახლა. მოვედით პარლამენტის წევები, რათა მოვუსმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრს. საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალა საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა ფაქტობრივად გააუქმეს ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა. მანამდე, 10- დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას. ბიუჯეტიდან ფულს რომ იპარავენ და შემდეგ არიგებენ და რაღაც შეღავათებს აძლევენ, ახლა კალენდარული დღეებიც მოიპარეს. ხალხს ეუბნებიან, ოღონდ არ გააპროტესტოთ და 10 დღე ისხედით სახლებშიო. აი, ეს არის კომიკური მარაზმატული ხელისუფლება. ხელისუფლებას, რომელიც დაუპირისპირდება ხალხს, მარცხდება. შეშინებულმა ივანიშვილმა მოინდომა, რომ პარლამენტი გადააქციოს საკუთარ ციხე-სიმაგრედ. მაგრამ ციხე-სიმაგრე რა არის წარმოდგენაში? შიგნით უნდა დაიმალო და გარედან ვიღაცამ დაგიცვას, მაგრამ შიგნითაც კი ვერ შემოდიან. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთ სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან. აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ მანამ, სანამ არ გააუქმებენ ამ კანონს. ყველაფერი წინა არის. მესამე მოსმენა წინ გვაქვს,” – განაცხადა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ