სტოლტენბერგის თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის. დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთი ოსეთი და არის საქართველოს ნაწილი. ნატო აგრძელებს სადმი მოწოდებას, რომ გაითხოვოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლობის ცნობა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და ში მიმდინარე აქტივობები აბსოლუტურად უკანონოა”, – განაცხადა მან.
სტოლტენბერგი მიესალმება, რომ საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად იმყოფება ათასობით უკრაინელი, რომლებიც ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ.
გენერალურi მდივნის საუბრის ერთ-ერთი თემა შავი ზღვის უსაფრთხოებას ეხებოდა.
„შავი ზღვის უსაფრთხოებაც არის აქტუალური საკითხი საქართველოსთვის, ისევე როგორც ნატოსთვის. რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება, პრინციპში, არის შეფერხებული და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე. უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვში მოხდეს აღდგენა”, – თქვა მან.
იენს სტოლტენბერგმა საქართველოსთან კონკრეტული პროგრამების ამოქმედებაზე დასვა აქცენტი.
„ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება. ზოგადად შევთანხმდით, რომ ცალკეული, კონკრეტული პროგრამები გვექნება, საჭიროებებზე მორგებული იმისათვის, რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდნენ, – აღნიშნა მან და განაგრძო, – მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება ქვეყანაში. რამდენიმე დღის წინ თურქული სამხედრო ფრეგატი ეწვია ბათუმს, სანაპიროს და შეხვდა ქართველ პარტნიორებს. ესაა იმის მაგალითი, თუ როგორ ვთანამშრომლობთ რეგიონში, ერთმანეთს ვუზიარებთ შესაძლებლობებს და ვუძლიერებთ პოტენციალს. ამით დასტურდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატოსთვის საქართველო”.
გენერალურმა მდივანმა კვლავ ახსენა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება: „ეს მიმართულება გრძელდება უფრო ძლიერი, დემოკრატიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად, ინტეგრაციისთვის, მათ შორის, ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო”.
სტოლტენბერგმა ილაპარაკა საქართველოში შიდა რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე.
„კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს ევროპული საბჭოს მიერ, გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში, ჩვენ მხარდამხარ ვივლით წინ ნატოს მიმართულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
კობახიძის შემდეგ სტოლტენბერგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ბაქოდან ჩამოვიდა და თბილისიდან ერევანში გაემგზავრება.

ასევე დაგაინტერესებთ