სტიქიის გამო დაღუპული კაცის დასაკრძალად მოხალისეებმა კონჭკათში სასახლე აიტანეს

კონჭკათში სტიქიის გამო დაღუპული კაცის დასაკრძალად მოხალისეებმა ოჯახში სასახლის მიტანა შეძლეს. შუახნის მამაკაცი 5 დღის წინ მაშინ გარდაიცვალა, როცა თოვლით დაფარული სახლიდან მეზობლის გამოყვანას ცდილობდა და შენობა ჩამოინგრა. ოჯახი ამ დრომდე მის დაკრძალვას ვერ ახერხებდა.
დედაქალაქიდან ჩასულ მოქალაქეებს სტიქიის ზონაში მისასვლელად თითქმის ორი კილომეტრის ფეხით გავლა მოუწიათ, თუმცა საბოლოო დანიშნულებამდე, ადგილობრივი ხელისუფლებისგან განხსხვავებით, მისვლა მაინც შეძლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი გეგმავს წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ უნგრელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინისთვის დახმარების დაბლოკვაში მონაწილეობენ