სტივ უიტკოფი – -სა და უკრაინის წარმომადგენლებმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა განიხილეს – დიდ პროგრესს მიაღწიეს

უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის ბერლინში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი და -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც ესწრებოდნენ, მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ამის შესახებ უიტკოფმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
„ბერლინში პრეზიდენტ ზელენსკის, სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფს, ჯარედ კუშნერსა და აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, ეკონომიკური დღის წესრიგი და სხვა საკითხები. დიდ პროგრესს მიაღწიეს“, – აღნიშნა უიტკოფმა.
მისი ინფორმაციით, მხარეები დღეს დილით კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე