სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლის მიზნით სპეციალურ საშუალებებს იყენებს – მომიტინგეები კი მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრიან

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მისამართით სპეციალური საშუალებები, ე.წ. გაზის კაფსულები ისროლეს.
მომიტინგეები კი მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლების პერიოდში გამოიყენეს წყლის ჭავლიც.
ამ დროისთვის, სპეცრაზმელები „თბილისი მერიოტთან“ არიან განლაგებული.
როგორც ცნობილია, სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის გვერდითა ქუჩებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს წინა პერიმეტრიც სრულად გაათავისუფლა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ასევე, პროტესტის რამდენიმე მონაწილეც დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ნატროშვილი – „ქართულ ოცნებას“ სურს, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს – მათ ნაბიჯებს სხვა ახსნა არა აქვს! ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოტირებას „ოცნება“ ახდენს!