სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის წევრთან, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, გამოკითხვაზე დაიბარეს.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მომართვის საფუძველზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო, ელისაშვილი დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოხდება გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
უწყებაში დღეს დაზარალებულები გამოიკითხნენ, მათ შორის, „იმედის“ ჟურნალისტი. დღესვე, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი