“სპეის-ექსმა” ამერიკის გასაიდუმლოებული სამხედრო კოსმოსური რაკეტა ორბიტაზე წარმატებით გაუშვა

28 დეკემბერს, ფლორიდიდან წარმატებით გაფრინდა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საიდუმლოებით მოცული მეშვიდე მისია – რობოტული კოსმოსური ხომალდი X-37B. ხომალდი კოსმოსში პირველად გაიყვანა „სპეის-ექსის” რაკეტამ “ფალკონ ჰევი“, რომელსაც უფრო მაღალ ორბიტაზე შეუძლია ფრენა, ვიდრე როდესმე.
„ფალკონ ჰევი“, რომელიც სამ თხევად საწვავს იყენებს, ფლორიდაში მდებარე ნასას კენედის კოსმოსური ცენტრიდან სანახაობრივად მიმზიდველი გაშვებით აფრინდა. სრული პროცესი „სპეის-ექსმა“ საკუთარ პლატფორმებზე პირდაპირ ეთერში გადასცა.
წარმატებული გაშვება ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არაერთი შეფერხების შემდეგ მოხდა. “სპეის-ექსის” განმარტებით, მიზეზი ცუდი ამინდი და დაუზუსტებელი ტექნიკური პრობლემები იყო.
„ფალკონ ჰევის“ გაშვებას ორი კვირით წინ უსწრებდა ჩინეთის მიერ საკუთარი კოსმოსური რობოტის გაშვება, სახელად “შენლონგი”, რაც “ღვთაებრივი დრაკონს” ნიშნავს. 2020 წლის შემდეგ ის ორბიტაზე მესამე მისიის შესასრულებლად გააგზავნეს. გუშინდელი სტარტი ჩინეთს და შეერთებულ შტატებს შორის არსებულ კოსმოსურ კონკურენციას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

შალვა პაპუაშვილი – არის სურვილი, უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან – ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში